|
All articles
|
17.06.2025 13:03
|
|

2025 წლის 13 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, გაეროს ECOSOC–ის სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ჩაატარა მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნას. On June 13, 2025, the National Academy of Sciences of Georgia, the Georgian Academy of Criminological Sciences -- which holds special consultative status with the United Nations ECOSOC - and Grigol Robakidze University jointly held the Fifth International Scientific Conference titled “The Academic Community Against Transnational Organized Crime”. The event was dedicated to the memory of Corresponding Member of the National Academy of Sciences of Georgia, Professor Tinatin Tsereteli.
Read more
|
|
|
17.06.2025 12:27
|
|

2025 წლის 11 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, აშშ-ის ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორის კრის ესკრიჯის საჯარო ლექცია „ორგანიზებული დანაშაულობა - რუსული კარტელები“.
საჯარო ლექცია გახსნა, საპატიო სტუმარს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე,
საჯარო ლექციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა;
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა: ნიკა ჩაკვეტაძემ, ფეოდორე ქავთარაძემ, ანი სურმავამ, მარიამ ომიაძემ;
სტუდენტთა სახელით საინტერესო ლექციისათვის პროფესორ კრის ესკრიჯს მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტმა, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტიპენდიანტმა ნიკოლოზ ნაჭყებიამ.
Read more
|
|
|
12.08.2023 17:35
|
|

ამ წლის 20 ივლისს გრგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა უნივერისტეტის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების საქმიანობის ანგარიშების მოსმენა. უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანგარიში წარადგინა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.
Read more
|
|
|
05.06.2023 10:09
|
|

2023 წლის 22 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში და იმავე დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის თაოსნობით გაიმართა ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის, ნებრასკსა უნივერსიტეტის პროფესორ კრის ესკრიჯის საჯარო ლექციები, თემაზე:
„დანაშაული და მართლმსაჯულება, კრიმინოლოგიის ზეგავლენის გაძლიერება 21-ე საუკუნეში“
Read more
|
|
|
01.06.2023 09:50
|
|

2023 წლის 23 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიამ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩაატარა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:
„დანაშაულობის პრევენციის აქტუალური საკითხები“
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა: პროფესორი მალხაზ ბაძაღუა - საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;
Read more
|
|
ოთხშაბათი 28 დეკემბერი 2022
|
|
28.12.2022 15:17
|
|

2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წლიური საანგარიშო კრება, ასევე ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-16 ნომრის პრეზენტაცია.
საანგარიშო კრებაზე მოხსენებით „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში (2022 წლის 31 მარტიდან-2022 22 დეკემბერი) წარსდგა , აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა მანვე აკადემიის წევრებს წარუდგინა ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-16 ნომერი. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ ლომთათიძემ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მეგობარმა, აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, პროფესორებმა: გიორგი თოდრიამ, ჯემალ გახოკიძემ, ეკა ბესელიამ, ზაურ ამილახვარმა, ბადრი ნაჭყებიამ, პოლიკარპე (თემურ) მონიავამ, თემურ მურღულიამ.
Read more
|
|
სამშაბათი 29 ნოემბერი 2022
|
|
29.11.2022 19:53
|
|
2022 წელს აშშ-ში გამოიცა წიგნი „ძალადობა და მსხვერპლი“ (Violence and Victims), რომლის თანაავტორია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, აშშ-ს ტეხასის შტატის ქალაქი სან ანტონიოს სალვე რეჯინას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დოქტორი მიუნგჰუნ რო. აკადემია მას ულოცავს და უსურვებს წარმატებებს!
 Read more
|
|
სამშაბათი 22 ნოემბერი 2022
|
|
22.11.2022 09:03
|
|

2022 Georgian Academy of Criminological Sciences Read more
|
|
ოთხშაბათი 07 სექტემბერი 2022
|
|
07.09.2022 17:16
|
|

2022 წლის 1-2 სექტემბერს მარტვილი რაიონში წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის საგანმანათლებლო ცენტრში (სოფ. ინჩხური) ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თაოსნობით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, ჭყონდიდის ეპარქიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთობლივად ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალური ბიოლოგიურ-ეკოლოგიური კონცეფცია“, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის 80 წლის იუბილეს.
Read more
|
|
|
28.08.2022 10:02
|
|

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაფორმდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თანამშრომლობის ახალ პლატფორმას ითვალისწინებს. მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და სამართლებრივ პროექტებს, ორგანიზებას გაუწევენ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებსა და საჯარო დისკუსიებს; გამოაქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალებში „მოამბესა“ და „მაცნეში“, იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციაში“.
Read more
|
|
|
28.06.2022 10:47
|
|

2022 წლის 20-25 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართელოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რიბაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მასპინძლობით, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ს კრიმინოლოგიური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი.
Read more
|
|
|
19.06.2022 08:12
|
|
 Read more
|
|
|
05.06.2022 11:21
|
|

2022 წლის 2 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო ხელშეკრულებით წარმოებული პროექტის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვევითი დაწესებულების ფუნქციონირების კონცეფციის შესახებ“ განხილვა. კონცეფცია მომზადებულია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევიუთ ინსტიტუტთან თანამშრომლობით. კონცეფცია წარადგინა იდეის ავტორმა და სამეცნიერო პროეაქტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ - საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
Read more
|
|
|
25.12.2021 09:29
|
|

2021 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტმა საქართელოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩაატარა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„დანაშაულობის კვლევის აქტუალური საკითხები“
რომელიც მიუძღვნა ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა -საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე;
კონფერენცია მონაწილეებს მიესალმნენ:
-საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა;
-გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე;
-ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი, კრის ესკრიჯი (აშშ);
-ევროპარლამენტის პრეზიდიუმის წევრი; ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი კაროლ კარსკი (პოლონეთი);
-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ხონელიძე;
-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში;
-ჟურნალ „კრიმინოლოგის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, პროფესორი მარინე კვაჭაძე;
-საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პოეტი მაყვალა გონაშვილი, რომელმაც ნაყოფიერი სამეცნიერო, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას ილია ჭავჭავაძის სახელობის მედელი გადასცა.
Read more
|
|
ოთხშაბათი 15 დეკემბერი 2021
|
|
15.12.2021 20:58
|
|

2021 წლის 10 დეკემბერს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში კონკურსის გამარჯვებულ 14 პროექტის წარმდგენ ორგანიზაციებსა და კერძო პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდა. მათ შორის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან პროექტის “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის შესახებ“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთობლივად განსახორციელებლად. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა პრეოქტის ხელმძღვანელმა, საქართელოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პროფესორმა რატი ბრეგაძემ გამარჯვებულებს წარმატება პირადად მიულოცა. Read more
|
|
|
12.12.2021 10:42
|
|
 Read more
|
|
|
27.11.2021 22:40
|
|

2021 წლის 24 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროექტის “იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის შესახებ“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
პროექტს ახორციელებს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მონაწილეობით, პროექტის განხორციელების ვადებია ა.წ. 1 დეკემბრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე.
Read more
|
|
|
17.10.2021 21:00
|
|

2021 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელიც მიეძღვნა ა(ა)იპ “დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. სხდომას უძღვებოდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
Read more
|
|
ოთხშაბათი 25 აგვისტო 2021
|
|
25.08.2021 14:29
|
|

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, პროფესორი ელიზაბეტ კარსკა კარდინალ სტეფან ვისზინსკის ვარშავის უნივერსიტეტის ვებ გვერდზე Read more
|
|
|
29.07.2021 19:31
|
|

2021 წლის 21 ივლისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან გამართა სამეცნიერო ჟურნალ „იუსტიციის“ (ლათ. IUSTITIA) პრეზენტაცია. მისი განმარტებით, ჟურნალი ხელს შეუწყობს სამართლის ცალკეული დარგების განვითარებასა და სამართლებრივ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავებას. ჟურნალი „იუსტიცია“ საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემა იქნება. ის ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა ბეჭდური და ელექტრონული სახით.
Read more
|
|
|
28.05.2021 06:55
|
|

6 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93-ე (ამჟამად 206-ე) აუდიტორიაში ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და წმინდა გიორგი ჭყონდიდელის აკადემიის თაოსნობით გაიმართა ტრაგიკულად გარდაცვლილ პოეტ, დრამატურგ და მთარგმნელ თამაზ ბაძაღუასადმი მიძღვნილ კრებულის „დრო და ილუზიები“ წარდგენა.
Read more
|
|
|
26.04.2021 09:55
|
|

სხდომამ განიხილა შემდეგი საკითხები:
- საქართველოში უკანასკნელ წლებში გამოცემული „კრიმინოლოგიის“ სახელმძღვანელოების შესახებ. (მომხსენებლები: დავით გუგავა, მალხაზ ბაძაღუა);
- საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ცვლილებებზე პროექტი. (მომხსენებლები: თამარ ჩიკვილაძე, დავით გუგავა);
- დანაშულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის დაარსებიდან 20 წლის იუბილის აღნიშვნის შესახებ. (მომხსენებელი მალხაზ ბაძაღუა);
- საქართელოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამკერდე ნიშნის დაწესების შესახებ. (მომხსენებელი მალხაზ ბაძაღუა)
სხდომას თავმჯდომარეობდა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. ესწრებოდნენ და საკითხების განხილვაში მონაწილეობდნენ, აკადემიის წევრები, პროფესორები: მინდია უგრეხელიძე, რომან შენგელია, ავთანდილ ხაზალია, დავით გუგავა. Read more
|
|
ორშაბათი 22 თებერვალი 2021
|
|
22.02.2021 21:26
|
|

2021 წლის 19 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრება, ასევე ჟურნალ “კრიმინოლოგის“ მე-13 ნომრისა და აკადემიის წევრის, პროფესორ დავით სუჯაშვილის წიგნების: “მართვის საფუძვლები სპეციალურ სამსახურებში“ და “კარიერული წინსვლის გზამკვლევი“ პრეზენტაცია.
საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრებაზე ანგარიშით წარსდგა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, მანვე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა კადემიის წევრის, პროფესორ დავით სუჯაშვილის წიგნები “მართვის საფუძვლები სპეციალურ სამსახურებში“ და “კარიერული წინსვლის გზამკვლევი“.
Read more
|
|
|
27.12.2020 11:10
|
|

2020 წლის 24 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ონლაინ ლექცია დოკუმენტური ფილმის ჩვენებით -„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრაქტიკა ტერორიზმთან ბრძოლაში, სინძიან-უიგურის ავტონომიური ოლქის მაგალითზე“. აღნიშნული პროექტის ავტორია სინძიანის უნივერსიტეტის ექპერტ-კონსულტანტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტერორიზმის კვლევის ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ბადრი ნაჭყებია. პროექტი განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობით და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერით.
Read more
|
|
ოთხშაბათი 23 დეკემბერი 2020
|
|
23.12.2020 19:44
|
|
აკადემიის საპატიო წევრი-საპატიო აკადემიკოსი:
- პროფესორი კრის ესკრიჯი -აშშ
- ვლადიმერ (ლადო) კახაძე
- თენგიზ ქავთარაძე
- პროფესორი შოთა ფაფიაშვილი
- პროფესორი ოთარ გამყრელიძე
- აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი
- პროფესორი იგორ კვესელავა
- ალექსანდრე მიქაბერიძე
- პროფესორი ვიტალი კვაშისი - რუსეთი
- დოქტორი მაინჰუნ რო - აშშ
- დოქტორი ჯეი სან ლი - აშშ
- აკადემიკოსი გიორგი (ოთარი) კვესიტაძე
- გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძე
- პროფესორი კაროლ კარსკი - პოლონეთი
- პროფესორი ელიზაბეტ კარსკა - პოლონეთი
აკადემიის წევრი - აკადემიკოსი:
- დოქტორი მალხაზ ბაძაღუა
- დოქტორი რომან შენგელია
- დოქტორი მამუკა თავხელიძე
- დოქტორი ზურაბ ხონელიძე
- დოქტორი ჯემალ გახოკიძე
- დოქტორი გიორგი თოდრია
- დოქტორი გიორგი ღლონტი
- დოქტორი თემურ მურღულია
- დოქტორი თეიმურაზ ფაჩულია
- დოქტორი თეიმურაზ ბერიძე
- დოქტორი სალომე კაპანაძე
- დოქტორი მიხეილ მამნიაშვილი
- დოქტორი გელა ხუციშვილი
- დოქტორი მანანა ხვედელიძე
- დოქტორი მაია ნადარეიშვილი
- დოქტორი ავთანდილ ხაზალია
- დოქტორი დავით გუგავა
- დოქტორი მიხეილ ბაძაღუა
- დოქტორი ჯემალ გაბელია
- დოქტორი პეტრე დაუთაშვილი
- დოქტორი პოლიკარპე (თემურ) მონიავა
- დოქტორი ჯემალ ჯანაშია
- დოქტორი ზაურ ფხალაძე
- დოქტორი შენგელი ფიცხელაური
- დოქტორი მინდია უგრეხელიძე
აკადემიის წევრი:
- დოქტორი თეა სამჭკუაშვილი
- დოქტორი გიმზერ ალანია
- დოქტორი ვრფხვია გვარამია
- დოქტორი პაატა ნაცვლიშვილი
- დოქტორი ირაკლი გაბისონია
- დოქტორი სოფიო მიდელაშვილი
- დოქტორი ეკა ბესელია
- დოქტორი გივი აბაშიძე
- დოქტორი ვახტანგ მაისაია
- დოქტორი ბადრი ნაჭყებია
- დოქტორი დავით სუჯაშვილი
- დოქტორი თამარ ჩიკვილაძე
- დოქტორი დავით გონდაური
Read more
|
|
პარასკევი 18 დეკემბერი 2020
|
|
18.12.2020 21:49
|
|
 Read more
|
|
|
05.12.2020 08:52
|
|

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოცემულ ნაშრომში „ბავშვები - ტერორიზმის მომავალი“ ავტორი, ახალგაზრდა მეცნიერი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი დავით სუჯაშვილი, სამართლიანად ამახვილებს ყურადღებას საერთაშორისო დანაშაულობების, ტერორიზმის ჭრილში ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის კიბერდამოკიდებულებასა და მის შესაძლო უარყოფით გავლენაზე. ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხრიდან მომავალ თაობაზე ორიენტირებულმა სტრატეგიამ ბავშვები, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლად აქცია, რომელთა შემდგომი ჯანსაღ საზოგადოებაში რეინტეგრაციაც უდიდეს გამოწვევად რჩება.
Read more
|
|
ორშაბათი 05 ოქტომბერი 2020
|
|
05.10.2020 16:17
|
|

2020 წლის 25 სექტემბერს წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალ „კრიმინოლოგის“ XV ნომრის წარდგინება. ჟურნალი გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით და მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2020 წლის 26 ივნისს ჩატარებულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“ სამეცნიერო შრომებს.
Read more
|
|
|
16.06.2020 08:26
|
|

ამა წლის 29 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით და აშშ-ს კრიმინოლოგიის საზოგადოების მხარდაჭერით ჩასატარებელი მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“ საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა.
Read more
|
|
სამშაბათი 25 თებერვალი 2020
|
|
25.02.2020 18:12
|
|

სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
აკადემიის წევრებმა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება მიულოცეს აკადემიის მეცნიერ-მკვლევარს ბადრი ნაჭყებიას.
Read more
|
|
|
20.01.2020 10:50
|
|

2019 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა და საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიებთან ერთობლივად გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საანგარიშო კრება, რომელის მიეძღვნა საანგარიშო პერიოდში გარდაცვლილი კოლეგების აკადემიის საპატიო წევრების:საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გენერალ- ლეიტენანტ გურამ გვეტაძის, უშიშროებისა და დაზვერვის დამსახურებული მუშაკის, პოლკოვნიკ გაიოზ ჩუბინიძის და შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებული მუშაკის, პოლკოვნიკ ოთარ კვაჭაძის (რომელსაც 28 დეკემბერს 90 წელი შეუსრულდებოდა) ხსოვნას.
Read more
|
|
ოთხშაბათი 08 იანვარი 2020
|
|
08.01.2020 11:25
|
|

2019 წლის 15 დეკემბერს მწერალთა სახლში საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ ჩაატარა აკადემიის მიერ გამოცემული ახალგაზრდა ავტორის ხათუნა(ხატია) ქარსელაძის ნოველის „თავისუფლების ლაბირინთში“ რომელიც დავით სუჯაშვილს მიეძღვნა საზოგადოებისთვის წარდგენა, რომელსაც დაესწრნენ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და სტუდენტები.
Read more
|
|
ოთხშაბათი 27 ნოემბერი 2019
|
|
27.11.2019 09:00
|
|

2019 წლის 22 ნოემბერს გაიმართა აკადემიის სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს მეექვსე სხდომა. აკადემიის წევრის - აკადემიკოსის დიპლომი გადაეცა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ზაურ ფხალაძეს.
Read more
|
|
ხუთშაბათი 05 სექტემბერი 2019
|
|
05.09.2019 15:32
|
|

აკადემიის წევრებმა საქართველოს პარლამენტში არჩევა მიულოცეს აკადემიის საპატიო წევრს, ცნობილ ექიმსა და საზოგადო მოღვაწეს ვლადიმერ (ლადო) კახაძეს. აკადემიის საპატიო დიპლომი გადაეცა ცნობილ სამართალდამცველსა და საზოგადო მოღვაწეს ალექსანდრე მიქაბერიძეს.
Read more
|
|
|
12.06.2019 11:31
|
|
11 წლის წინ საქართველოში ამერიკის შეერტებული შტატების საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის “ახალგაზრდობა დანაშაულის წინააღმდეგ” ფარგლებში პროექტის ხელმძღვანელმა, აშშ-ს კრიმინოლოგიური საზოგადოების წევრმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ საქმიანი ურთიერთობა დაამყარა აშშ-ს კრიმინოლოგიურ საზოგადოებასთან, რომლის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი კრის ესკრიჯი 2008 წლის 11 – 14 ივნისს ვიზიტით იმყოფებოდა ქ. თბილისში, შეხვდა პროექტის მონაწილეებს და გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ – მასწავლებლებს და სტუდენტებს, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ,,კრიმინოლოგია და თანამედროვე სამყაროს გამოწვევები 21-ე საუკუნეში”. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის დამადასტურებელი სიგელი გადასცა დოქტორ კრისტ ესკრიჯს, დაისახა შემდგომი თანამშრომლობის გეგმები.


Read more
|
|
|
13.05.2019 09:25
|
|

2019 წლის 24-26 მაისს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურიერთობების ფაკულტეტთან და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტთან ერთად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების მხარდაჭერით, ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში“, რომელიც ეძღვნება ფრანგი ექიმი-ანთროპოლოგის პოლ ტოპინარის მიერ ტერმინ „კრიმინოლოგის“ შემოღების 140-ე წლისთავს.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის; თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის; გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის; საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები; თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრი მეცნიერ-მკვლევრები.
კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებულია:
24 მაისი - პარასკევი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კონფერენციის მონაწილეების შეხვედრა და საჯარო ლექციები;
25 მაისი - შაბათი
კონფერენცია - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში (თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 52, მე-3 სართული)
26 მაისი- კვირა
ექსკურსია სტუმრებისათვის თბილისსა და მცხეთაში.
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან: სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლები. Read more
|
|
|
13.05.2019 09:06
|
|

2019 წლის 16 აპრილს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მეოთხე სხდომა.
აკადემიის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლახან გარდაცვლილ ჟურნალ „კრიმინოლოგი-ს“ სარედაქციო კოლეგიის წევრის, აკადემიის საპატიო წევრის-საპატიო აკადემიკოსის, გენერალ-ლეიტენანტ გურამ გვეტაძის ხსოვნას;
აკადემიის წევრის-აკადემიკოსის დიპლომი გადაეცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარეს, გენერალ-ლეიტენანტ, პროფესორ-ჯემალ გახოკიძეს.
Read more
|
|
|
29.03.2019 08:55
|
|

2019 წლის 22 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში გაიმართა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის,გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, საჯარო მმართველობის დოქტორ დავით სუჯაშვილის წიგნის „საერთაშორისო ტერორიზმის ანატომია და საქართველო“ წარდგენა - განხილვა.
Read more
|
|
|
19.03.2019 16:04
|
|

2019 წლის 15 მარტს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მესამე სხდომა.
აკადემიის საპატიო წევრის-საპატიო აკადემიკოსის დიპლომი გადაეცა პოლიციის თადარიგის გენერალ-ლეიტენანტ გურამ გვეტაძეს - საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ჟურნალ ,,კრიმინოლოგის’’ სარედაქციო კოლეგიის წევრს.
აკადემიის წევრის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ: პროფესორებს - რომან შენგელიას, პეტრე დაუთაშვილს, მაია ნადარეიშვილს, სალომე კაპანაძეს.
Read more
|
|
ოთხშაბათი 23 იანვარი 2019
|
|
23.01.2019 13:06
|
|

2018 წლის 27 დეკემბერს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წლის შემაჯამებელი სხდომა. აკადემიის საქმიანობის წლიური ანგარიშით წარსდგა აკადემიის დამფუძნებელი - პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
ანგარიშის ირგვლივ აზრი გამოთქვეს აკადემიის წევრებმა, პროფესორებმა: თეიმურაზ ბერიძემ, მანანა ხვედელიძემ, თეიმურაზ ფაჩულიამ, გელა ხუციშვილმა, თეიმურაზ მურღულიამ, მიხეილ მამნიაშვილმა, გიმზერ ალანიამ, ავთანდილ ხაზალიამ, დავით გუგავამ.
სხდომაზე აკადემიის წევრის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ, პროფესორებს: ზურაბ ხონელიძეს, გიორგი თოდრიას, თიმურაზ მურღულიას, თეიმურაზ ფაჩულიას, თეიმურაზ ბერიძეს, მიხეილ მამნიაშვილს, გელა ხუციშვილს, გიმზერ ალანიას, ვეფხვია გვარამიას, მანანა ხვედელიძეს, ავთანდილ ხაზალიას, დავით გუგავას, ირაკლი გაბისონიასა და ჯემალ გაბელიას. საქართველოს კირმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრის-საპატიო აკადემიკოსის დიპლომი გადაეცა ცნობილ ექიმსა და საზოგადო მოღვაწეს ვლადიმერ (ლადო) კახაძეს.
Read more
|
|
ოთხშაბათი 16 იანვარი 2019
|
|
16.01.2019 11:22
|
|
2018 წლის 25 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადებულ კონკურსში თემაზე ,,პარლამენტი შენი მეგობარი’’ , რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეებისა და სტუდენტების მხრიდან საინტერესო საკაონმდებლო ინიციატივისა და კანონპროექტის მომზადებას გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტს - მერი მაისურაძეს, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტაჟიორს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ინსტიტუტის მკვლევარს , ნაშრომის - ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე (1801 მუხლის ,,ქონების მოტყუებით დაუფლება’’ დამატება)’’ წარდგენისათვის გადაეცა სიგელი. Read more
|
|
პარასკევი 07 დეკემბერი 2018
|
|
07.12.2018 08:52
|
|

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2018 წლის 29-30 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგ“-ში ჩაატარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები”
რომელიც მიეძღვნა ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის 70-ე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მიღების მე-20 წლისთავს.
Read more
|
|
ორშაბათი 05 ნოემბერი 2018
|
|
05.11.2018 08:55
|
|

2018 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიასა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.
Read more
|
|
ოთხშაბათი 31 ოქტომბერი 2018
|
|
31.10.2018 11:01
|
|
2018 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა.
სხდომას ხელმძღვანელობდნენ აკადემიის დამფუძნებელი პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი რომან შენგელია.
აკადემიის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლახან გარდაცვლილ აკადემიის საპატიო წევრის, თადარიგის პოლკოვნიკ ოთარ კვაჭაძის ხსოვნას.
განხილული იქნა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები:
- აკადემიის სტრუქტურა;
- აკადემიის წევრისა და საპატიო წევრის დიპლომის ნიმუშები;
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტი;
- საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო საკითხი;
- 2019 წლის აპრილის თვეში საერთაშორისო ფორუმის „კრიმინოლოგიის ადგილი მეცნიერებთა სისტემაში“ საორგანიზაციო საკითხი;
- აკადემიისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონსულტატის სტასუსის მოპოვების საკითხი;
სხდომას ესწრებოდნენ და მოსაზრებები გამოთქვეს აკადემიის წევრებმა:
დავით გუგავამ, გიმზერ ალანიამ, გიორგი თოდრიამ, მანანა ხვედელიძემ, თეიმურაზ ბერიძემ, მაია ნადარეიშვილმა, მიხეილ ბაძაღუამ, ავთანდილ ხაჟალიამ, ჯემალ გახოკიძემ, მამუკა თავხელიძემ, სალომე კაპანაძემ.
აკადემიის საპატიო წევრებმა: გურამ გვეტაძემ და ვლადიმერ (ლადო) კახაძემ.
სხდომის მონაწილეებმა გარკვეული კორექტირებით მოიწონეს დღის წესრიგით განხილული საკითხები. Read more
|
|
ოთხშაბათი 12 სექტემბერი 2018
|
|
12.09.2018 11:49
|
|
2018 წლის 5 სექტემბერს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან და მეცნიერ-მკვლევარებთან. შეხვედრას უძღვებოდა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, რომელმაც წარმოადგინა აკადემიის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი საკითხები, სტრატეგიული ხედვები, აღნიშნა ამერიკის კრიმინოლოგიური საზოგადოების მხრიდან გამოქვეყნებულ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მხარდამჭერ საინფორმაციო მასალაზე და დასმწრე საზოგადოებას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მეცნიერ-მკვლევარებს მოუწოდა თანამშრომლობისაკენ.
Read more
|
|
|
12.03.2018 09:45
|
|

2018 წლის 24 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭრით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერეო–კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან და ა.(ა).ი.პ. დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთნ თნამშრომლობით განხორციელებული პროექტ „პროფესიული ეთიკის განვითარების’’ ფარგლებში, მოქმედი პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრისთვის პროფესორ გელა ბანძელაძის სახელის მინიჭების ცენერემონიალი, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წიგნის „პროფესიული ეთიკის საფუძვლები’’ წარდგენა და პროექტის შეჯამება.
Read more
|
|
ორშაბათი 05 თებერვალი 2018
|
|
05.02.2018 12:29
|
|

სტუდენტური კონფერენცია თემაზე :
„კრიმინოლოგია – დანაშაულობის შემსწავლელი მეცნიერება“
2017 წლის 24 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კრიმინოლოგიის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, გელა ბანძელაძის სახელობის პროფესიული ეთიკის ცენტრში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „კრიმინოლოგია – დანაშაულობის შემსწავლელი მეცნიერება“.
Read more
|
|
ოთხშაბათი 10 იანვარი 2018
|
|
10.01.2018 12:38
|
|


2017 წლის 22 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ატრიუმში გაიმართა ჟურნალ „კრიმინოლოგის“ N1 (11–12) გამოცემიდან 10 წლის საიუბილეო ნომრის წარდგენა, რომელიც მიეძღვნა ცნობილი კრიმინოლოგების, პროფესორების ზაურ წულაიასა და ანზორ გაბიანის ხსოვნას, ინსტიტუტისა და ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებს და ცალკეულ ავტორთა პროფესორების რომან შენგელიას, გურამ ნაჭყებიას, კრის ესკრიჯის, მალხაზ ბაძაღუას, მიხეილ ბაძაღუას, ჯემალ გაბელიას და დოქტორანტ დავით სუჯაშვილის სამეცნიერო შრომებს. შინაგან საქმეთა ორგანოების დამსახურებულის მუშაკების ოთარ კვაჭაძის და რევაზ ჭანტურიას ლიტერატურულ ნარკვევებს პროფესიულ თემებზე.
რუბრიკით “ახალი წიგნი“ გამოქვეყნებულია პროფესორ გიორგი ღლონტის წერილი, პროფესორ ეკა ბესელიას წიგნზე “ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის პრობლემა საქართველოში“.
Read more
|
|
ოთხშაბათი 27 დეკემბერი 2017
|
|
27.12.2017 13:20
|
|

2017 წლის 20 – 21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა მოკლევადიანი (ორდღიანი) სასწავლო კურსი „პროფესიული ეთიკა, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიული ეთიკის საკითხებით დაკავებულმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებმა, ააიპ „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ და „პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ წევრებმა.
Read more
|
|
|
27.12.2017 00:00
|
|
არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“
წესდება – დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება
მუხლი 1
ზოგადი დებულებები
1.1. „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“ (შემდგომში-აკადემია) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
(ცვლილება: აკადემიის დამფუძნებელ-პრეზიდენტის 03.06.2021წ. #49 გადაწყვეტილება).
1.2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან;
1.3. საზოგადოების სახელწოდება: „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“. ინგლისურად: „Georgian Academy of Criminology Sciences”;
1.4. სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო ,არაკომერციული იურიდიული პირი 1.5. იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქ. N6, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი;
1.6. საწარმოს ელექტრონული ფოსტის მისამართი : malkhaz_badzagua@yahoo.com;
1.7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.
Read more
|
|
პარასკევი 22 დეკემბერი 2017
|
|
22.12.2017 12:32
|
|

სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი კრიმინოლიგი 1 (11-12) Read more
|
|
სამშაბათი 14 ნოემბერი 2017
|
|
14.11.2017 16:17
|
|

2017 წლის 10 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 112–ე აუდიტორიაში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან და ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან“ თანამშრომლობით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერილი პროექტით „პროფესიული ეთიკის განვითარება“ გათვალისწინებული „პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ გახსნა და საინფორმაციო კრებულის პრეზენტაცია
Read more
|
|
ორშაბათი 30 ოქტომბერი 2017
|
|
30.10.2017 12:06
|
|

ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან და ა.ა.ი.პ. “დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან“ თანამშრომლობით
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია
- მალხაზ ბაძაღუა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
პროექტის კოორდინატორები
- თინათინ ასათიანი ფილოლოგიის დოქტორი
- მიხეილ ბაძაღუა სამართლის დოქტორი, პროფესორი
- დავით გუგავა სამართლის დოქტორი, პროფესორი
პროექტის ასისტენტი
- ლევან ხიტაშვილი სამართალმცოდნე
Read more
|
|
პარასკევი 27 იანვარი 2017
|
|
27.01.2017 11:33
|
|

2017 წლის 10 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ალბომში შესულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ივანე ჯავახიშვილის პირადი საარქივო ფონდის მასალა, რომელიც მოიცავს სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებს. ტერმინები შედგენილია ივანე ჯავახიშვილის მიერ ისტორიულ საბუთებზე, წყაროებზე და ხელნაწერებზე დაყრდნობით. გამოცემა მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს. პროექტი განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ.
Read more
|
|
|
27.01.2017 11:24
|
|
.JPG)
2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირები ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის „კრიმინოლოგიის ძირითად ტერმინთა განმარტებები ინგლისული და რუსული შესატყვისებით“ რომლის, ავტორია იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, მეორე გამცემა განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფინანსური მხარაჭერით, რომელშიც გათვალისწინებულია პირველ გამოცემაში არსებული ტექნიკური და ტექსტური ხასიათის ხარვეზები, განხორციელებულია შესწორებები, ცვლილებები და დამატებები, თანამედროვე კრიმინოლოგიაში გამოყებენულ ტერმინებთან დაკავშირებით.
|
|
|
13.06.2016 10:32
|
|
.JPG)
2016 წლის 3 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ატრიუმში გაიმართა, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრს დაარსებიდან 15 წელი საიუბილეო თარიღის აღნიშვნა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტის -
„კრიმინოლოგიის ძირითად ტერმინთა განმარტებები, ინგლისური და რუსული შესატყვისებით“
|
|
|
24.03.2016 12:03
|
|

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან ერთად ანხორციელებს საქართველოს სინამდვილეში ანალოგის არმქონე პროექტს „კრიმინოლოგიის ძირითადი ტერმინებს განმარტებები, ინგლისური და რუსული შესატყვისებით“.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თხოვნით, პროექტში ჩართულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელმწიფო და სამართლის და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტები.
წარდგენილი პროექტი, მხარდაჭერილ იქნა საქართველოს პრეზიდენის ბატონ გიორგი მარგველაშვილის მიერ და სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 18 მარტის განკარგულებით. Read more
|
|
|
17.03.2016 00:00
|
|
2016 წლის 17 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო– კვლევიტი ინსტიტუტის პროექტის „ კრიმინოლოგიის ძირითადი ტერმინების განმარტებები, ინგლისური და რუსული შესატყვისებით“ წარდგენა განხილვა.
|
|
პარასკევი 25 დეკემბერი 2015
|
|
25.12.2015 00:00
|
|
2015 წლის 25 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა,
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და დანაშაულობის კვლევისა
და პროგნოზირების ცენტრის პროექტების წარდეგნა განხილვა:
- სამეცნიერო - პრაქტიკულ ჟურნალ „კრიმინოლოგი“-ს #1(9-10),
მიეძღვნილი პროფესორ ოთარ გამყრელიძეს;
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და დანაშაულობის კვლევისა
და პროგნოზირების ცენტრის 2015 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში;
- პროექტის „კრიმინოლოგიის ძირითადი ტერმინების განმარტებები,
ინგლისური და რუსული შესატყვისებით“ პრეზენტაცია;
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და დანაშაულობის კვლევისა
და პროგნოზირების ცენტრის მიერ ერთობლივად განხორციელებული
პროექტები წარარადგინა მალხაზ ბაძაღუა - ინსტიტუტისა და ცენტრის
ხელმძღვანელმა, პროფესორმა, იურდიულ მეცნიერებათა დოქტორმა,
ჟურნალ „კრიმინოლოგი“-ს მთავარმა რედაქტორმა.
|
|
პარასკევი 04 დეკემბერი 2015
|
|
04.12.2015 00:00
|
|
2015 წლის 4 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის მცირე დარბაზში
გაიმართა დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზიების ცენტრის მიერ
გამოცემული ლეგენდარული პიროვნების, სპეციალური სამსახურების
ღვაწლმოსილი მუშაკის თადარიგის პოლკოვნიკ გაიოზ ჩუბინიძის წიგნის
„ქართველი მზვერავები საიდუმლო მისიით“ წარდგენა-განხილვა.
წიგნისა და ავტორის შესახებ ისაუბრა, წიგნის რედაქტორმა დანაშაულობის
კვლევისა და პროგნოზიების ცენტრის ხელმძღვანელმა, იურიდიულ მეცნიერებათა
დოქტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმიფო უნივერსიტეტის
რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.

Read more
|
|
სამშაბათი 01 დეკემბერი 2015
|
|
01.12.2015 00:00
|
|
2014 წლის 17 ივლისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის
საკონ-ფერენციო დარბაზში, უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის,
დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის, საქართველოს
განათლების მეცნიერებათა აკადემიის, სამიცნიერო–პრაქტიკული
ჟურნალ „კრიმინოლოგი“–ს ორგანიზებით ჩატარდა საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის,
პროფესორის ზურაბ ხონელიძის პროექტის
„სამხრეთკავკასია – გეოპოლიტიკური სივრცე (რეგიონალური თანამშრომლობის ახალი ფორმატი)“
განხილვა, სამეცნიერო – აკადემიური წრეების,
საზოგადოებისათვის ცნობილი მეცნიერების, ექსპერტების, ჟურნალისტების,
სტუდენტების მონაწილეობით. პროექტის წარდგენას უძღვებოდა
უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი,
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი,
დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი,
ჟურნალ „კრიმინოლოგი“–ს მთავარი რედაქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

Read more
|
|
|
17.07.2014 00:00
|
|
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დადანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის პრეზენტაცია;
• ჟურნალ ,,კრიმინოლოგში” გამოქვეყნებული საუკეთესო ნაშრომებისათვის ავტორების დაჯილდოება;
• სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, თემაზე: ,,ეროვნული უსაფრთხოება და ორგანიზებული დანაშაულობა”.
კონფერენცია გახსნა პროფესორმა მამუკა თავხელიძემ-გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა.

Read more
|
|
|
09.07.2014 15:54
|
|
რიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი საკონფერენციო დარბაზში პრეზენტაცია-დისკუსია თემაზე „საუბრები თამბაქოს შესახებ“ გამართეს.

Read more
|
|
|
09.07.2014 15:19
|
|
2014 წლის 29 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ორგანიზებით,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მონაწილეობით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე:
„დანაშაულობის პრევენციის მექანიზმები განათლების სისტემაში“

Read more
|
|
|
09.07.2014 15:02
|
|
2013 წლის 13 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტისა და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის 2013 წელს ერთობლივად განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.

|
|
|
09.07.2014 13:20
|
|
2013 წლის 13 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ორგანიზებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,არასრულწოვანთა დანაშაულობის კვლევები“.

Read more
|
|
|
08.07.2014 15:24
|
|
2013 წლის 12 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის და ჟურნალ ,,კრიმინოლოგის“ მიერ ორგანიზებული იქნა მრგვალი მაგიდა -გენერალ-ლეიტენანტ გურამ გვეტაძის წიგნის ,,გენერლის მოგონებათა ზარდახშა“ განხილვასთან დაკავშირებით.

Read more
|
|
|
08.07.2014 15:15
|
|
2012 წლის 11 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში კრიმინოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის ,,კრიმინოლოგი“-სმე-6 ნომრის და ცენტრის მთავარი კონსულტანტის, პროფესორ რომან შენგელიას 70 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის ,,სამართლის პრობლემები“ პრეზენტაციები.
2012 წლის 11 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში კრიმინოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის ,,კრიმინოლოგი“-სმე-6 ნომრის და ცენტრის მთავარი კონსულტანტის, პროფესორ რომან შენგელიას70 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის ,,სამართლის პრობლემები“ პრეზენტაციები.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს: დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ჟურნალ ,,კრიმინოლოგის” მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავჯდომარემ, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ, პროფესორებმა ვალერი ხრუსტალმა, გიორგი თოდრიამ, დავით ძამუკაშვილმა, ჯემალ ჯანაშიამ, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის წევრებმა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა აკაკი ჩალათაშვილმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტმა სოფიო ასანიძემ.
პროფესორებმა მამუკა თავხელიძემ და მალხაზ ბაძაღუამიუბილარს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები.6
პროფესორმა რომან შენგელიამ, მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, განსაკუთრებით პროფესორ ლადო ჭანტურიას, მისდამი მიძღვნილი სამეცნიერო კრებულის ,,სამართლის პრობლემები“გამოცემის, პრეზენტაციისა და მილოცვებისათვის.
შეკრების მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები.

Read more
|
|
|
06.11.2011 22:32
|
|

2011 წლის 20 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის დაფუძნებიდან 10 წლისა და ჟურნალ კრიმინოლოგის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები:
Read more
|
|
ოთხშაბათი 19 ოქტომბერი 2011
|
|
19.10.2011 14:14
|
|
Read more
|
|
|
30.06.2011 23:51
|
|

2011 წლის 1 ივლისს, „ნინო სალუქვაძის სპორტულ კლუბში“ საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაცია (პრეზიდენტი მალხაზ ბაძაღუა) ატარებს საქართველოს პირად გუნდურ პირველობას სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში.
პირველობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახური, საქათველოს ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
პირველობის მთავარ მსაჯად დამტკიცდა ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე. Read more
|
|
ხუთშაბათი 20 იანვარი 2011
|
|
20.01.2011 08:49
|
|

დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ინიციატივით, 2010 წლის 21 დეკემბერს, ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "თანამედროვე მსოფლიო წესრიგი – დანაშაულობა და დანაშაულებრივი ორგანიზაციები".
Read more
|
|
|
16.08.2010 12:08
|
|

საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე Read more
|
|
|
25.06.2010 23:30
|
|

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის და საერთაშორისო იურიდიული ცენტრისა ორგანიზებით, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში 2010 წლის 25 მაისს ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: "კრიმინოლოგის ადგილი სახელმწიფოსა და საზოგადოებაში".
Read more
|
|
|
12.05.2010 14:52
|
|

2010 წლის 11 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა "კრიმინოლოგია საზოგადოების განვითარებაში".
Read more
|
|
|
09.05.2010 16:00
|
|

დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ ჩატარდა ანკეტორების მეთოდით სოციოლოგიური კვლევა სამართალმცოდნეებს შორის "კრიმინოლოგიის ადგილი და როლი საზოგადოების განვითარებაში"; სულ კვლევაში ჩართული იყო 50 სამართალმცოდნე.
Read more
|
|
|
11.01.2010 16:59
|
|
2009 წლის 11 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერეციო დარბაზში ჩატარდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით გამოცემულ ჟურნალ "კრიმინოლოგის" მეოთხე ნომრისა და "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების" ცენტრის განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია.
Read more
|
|
|
28.05.2009 17:14
|
|
Read more
|
|
|
28.05.2009 04:00
|
|

2009 წლის 28 მაისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრმა, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების დახმარებით, სასტუმრო ”ამბასადორში” გამართა მრგვალი მაგიდა “ქალი და დანაშაულობა”.
Read more
|
|
ოთხშაბათი 18 თებერვალი 2009
|
|
18.02.2009 04:00
|
|
აშშ კრიმინოლოგთა საზოგადოების ჟურნალის "The Criminologist" 2009 წლის იანვარ/თებერვლის ნომერში, ამ საზოგადოებასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, გამოქვეყნდა "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი"-ს ხელმძღვანელის, უნივერსიტეტის სრული პროფესორის მალხაზ ბაძაღუას - სტატია
Read more
|
|
ოთხშაბათი 11 თებერვალი 2009
|
|