დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

ნოე06

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს აღნიშვნა

 

2026 წელს, 4 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ღონისძიებები, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა დაათვალიერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუზეუმი, რომელსაც უძღვებოდა მუზეუმის ხელმძღვანელლი ვახტანგ ამირანაშვილი.

 
სექ26

გილოცავთ ჭყონდიდელობას

 

მარტვილის უძველესი კურთხეული მხარე საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა კოლხეთისა და ერთიანი საქართველოს აღორძინების საქმეში, როგორც რელიგიური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი.

მარტვილი და ჭყონდიდლობა ერთმანეთთან არის ასოცირებული. უდიდესი საეკლესიო და საერო მოღვაწის გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის გარეშე წარმოუდგენელია დიდი მეფის დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა და გამარჯვებები. დავით აღმაშენებელმა სწორედ მარტვილიდან, გიორგი ჭყონდიდელთან ერთად, დაიწყო და აღასრულა სრულიად საქართველოს გამთლიანების იდეა.

სრულიად საქართველოს! მარტვილელებს - ჭყონდიდელებს! გულითადათ გილოცავთ წმინდა მღვდელმთავრის, გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს.

უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს.

 

პროფესორი მალხაზ ბაძაღუა

წმინდა გიორგი ჭონდიდელის სახელობის აკადემიის თანადამფუძნებელი - აკადემიის ჟურნალ „აკადემიის მოამბის“ რედაქტორი

 
სექ24

ერთობლივი კვლევა თანამედროვე დანაშაულობის ტრანსფორმაციის პრობლემებზე

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი თანამშრომლობით ახორციელებს საპროექტო კვლევას „დანაშაულობის კლასიფიკაციის, მისი ფაზებისა და ფორმების თვისობრივი ტრანსფორმაციის კრიმინოლოგიური მოდელის სტრუქტურული კვლევა ზნეობრივ და სამართლებრივ ჭრილში, საქართველოს მაგალითზე“.

თანამედროვე პირობებში კვლევის აქტუალურობას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ მის ობიექტს წარმოადგენს ადამიანთა მიერ ნორმიდან გადახრილი ნებისმიერი ქცევა, უმძიმეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩათვლით და განსაზღვრავს დანაშულობის კლასიფიკაციის მისი ფაზებისა და ფორმების საზღვრებს. ზემოაღნიშნული კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დანაშულის წინააღმდეგ სისტემური ხასიათის, ეფექტიანი ბრძოლისა და პრევენციული ღონისძებების გატარებაში.

პროექტს ახორციელებს მკვლევართა ჯგუფი: პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი, პროფესორი მიხეილ ბაძაღუა, მაგისტრი ნიკოლოზ ნაჭყებია, მაგისტრანტი ნიკა გოჩიტაშვილი, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას ხელმძღვანელობით.

 
აგვ26

25 მაისი - კრიმინოლოგიის დღე May 25 - Criminology Day

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით გადმოცხადდა „კრიმინოლოგიის დღე“ - 25 მაისი.

 

By the decision of the General Assembly of Georgian Academy of Criminology Sciences, May 25 was declared as “Criminology Day.”

 
აგვ04

აკადემიის მორიგი საერთო კრება

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, 2026 წლის, 28 ივლისს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება, რომელსაც უძღვებოდა აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. კრებაზე განხილული იქნა საკითხები:

  • ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-18(1) ნომრის წარდგენის შესახებ;
  • ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ;
  • აკადემიის დროშის დამტკიცების შესახებ;
  • აკადემიის საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის განახლების შესახებ;
  • „კრიმინოლოგიის დღის“ დაწესების შესახებ;
  • 2027 წელს, აკადემიის 10 წლის იუბილის აღნიშვნის შესახებ;
  • აკადემიის ახალი წევრების წარდგენის შესახებ.
 
ავლ24

ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-18 ნომრის წარდგენა

 

2026 წლის, 28 ივლისს, 15:00 საათზე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე- 18 ნომრის წარდგენა, რომელშიც გამოქვეყნებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-5 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ მასალები.

კონფერენცია ჩატარებული იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, გაეროს ECOSOC-ის სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით.

 
ავლ16

აკადემიის დროში დაწესების შესახებ

 

2026 წლის, 9 ივლისის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტის N93-ე გადაწყვეტილებით, აკადემიის წესდებიის თანახმად დაწესდა აკადემიის დროშა.

 
გვერდი 1 დან 31

ჩვენი პარტნიორები






საიტზე იმყოფება

 159 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ნოემბერი 2026 >
ო ს ო ხ პ შ კ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»