დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი
„საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“

წესდება – დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება

მუხლი 1

ზოგადი დებულებები

1.1. „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“ (შემდგომში-აკადემია) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

(ცვლილება: აკადემიის დამფუძნებელ-პრეზიდენტის 03.06.2021წ. #49 გადაწყვეტილება).

1.2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან;

1.3. საზოგადოების სახელწოდება: „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია“. ინგლისურად: „Georgian Academy of Criminology Sciences”;

1.4. სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო ,არაკომერციული იურიდიული პირი
1.5.
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქ. N6, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი;

1.6. საწარმოს ელექტრონული ფოსტის მისამართი : ეს ელ-ფოსტის მისამართი დაცულია სპამ-რობოტებისაგან, მის სანახავად ჩართული უნდა გქონდეთ Javascript ;

1.7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

 

1.8. აკადემიის მიზნები და საქმიანობა:

1.8.1. ხელი შეუწყოს საქართველოში კრიმინოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებას, განვითარებას და საერთაშორისო ინტეგრაციას;

1.8.2. ხელი შეუწყოს კრიმინოლოგიაში საგანმანათლებლო, სამეცნიერო, თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებასა და წახალისებას;

(ცვლილება: აკადემიის დამფუძნებელ-პრეზიდენტის 03.06.2021წ. #49 გადაწყვეტილება).

1.8.3. ხელი შეუწყოს სასწავლო–სამეცნიერო და საგამომცემლო საქმიანობას;

1.8.4.განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი–ანალიტიკური, პედაგოგიური, საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი და კულტურული პროექტები, მათ შორის სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;

1.8.5. განახორციელოს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, სიმპოზიუმები, სესიები, ლექცია-სემინარები, ღია გაკვეთილები, მრგვალი მაგიდები, დისკუსიები, გამოფენები, კონკურსები და გამოცემები, მათ შორის პერიოდული;

1.8.6. განახორციელოს მონაცემთა საინფორმაციო ბაზების შექმნა, სპეციალური სწავლებების ორგანიზება;

1.8.7. განახორციელოს ასევე სხვა სახის საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

1.9. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

1.10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

 

მუხლი 2

აკადემიის დამფუძნებლები

2.1. აკადემიის დამფუძნებელი არის:

 

2.1.1. მალხაზ ბაძაღუა პ.ნ. 01011005746, ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, ცოტნე დადიანის ქუჩა N12, დაბ. თარიღი: 25 თებერვალი 1960 წ.

 

 

მუხლი 3
აკადემიის მართვა

3.1. აკადემიის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს დამფუძნებელი:

3.2. დამფუძნებლის გადაწყვეტილება ლეგიტიმურია თუ ის გაცემულია წერილობითი ფორმით, აქვს მინიჭებული ნომერი და ხელმოწერილია დამფუძნებლის მიერ;

3.3. დამფუძნებელს აქვს უფლება ერთპიროვნულად მართოს და უხელმძღვანელოს აკადემიას;

3.4. საწესდებო მიზნების მისაღწევად დამფუძნებელს აქვს უფლება აკადემიაში შექმნას ან/და გააუქმოს სხვადასხვა მუდმივი ან დროებითი საბჭოები, კომისიები, სამუშაო ჯგუფები, ინსტიტუტები, დეპარტამენტები და პალატები; დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს მათი ხელმძღვანელები.

(ცვლილება: აკადემიის დამფუძნებელ-პრეზიდენტის 03.06.2021წ. #49 გადაწყვეტილება).

მუხლი 4

აკადემიის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა

4.1. არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის“ ხელმძღვანელი, პრეზიდენტი – „თავმჯდომარე“ არის მისივე დამფუძნებელი მალხაზ ბაძაღუა პ.ნ. 01011005746, ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, ცოტნე დადიანის ქუჩა N 12;

4.2. „თავმჯდომარე“ უფლებამოსილია სრულად და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა წარმოადგინოს აკადემია მისი საწესდებო მიზნების მისაღწევად მესამე პირებთან. სახელმწიფო და ადმინისტრაციულ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის იურიდიულ და სხვა ფიზიკურ პირებთან.

 

მუხლი 5

დამფუძნებელთა/წევრთა უფლებები და მოვალეობები

 

5.1. დამფუძნებელი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი იურიდიული მოქმედება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და აკადემიის საწესდებო მიზნების შესრულებას;

5.2. აკადემიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს/უცხო ქვეყნის მოქალაქე - აკადემიური დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი;

(ცვლილება: აკადემიის დამფუძნებელ-პრეზიდენტის 03.06.2021წ. #49 გადაწყვეტილება).

5.2.1. აკადემიის წევრი - აკადემიკოსი შეიძლება იყოს მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე პირი, რომელსაც 6 წელზე მეტი ხანია აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი.

(ცვლილება: აკადემიის დამფუძნებელ-პრეზიდენტის 03.06.2021წ. #49 გადაწყვეტილება).

5.3. აკადემიის საპატიო მეგობრის, საპატიო წევრის - საპატიო აკადემიკოსის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს:

(ცვლილება: აკადემიის დამფუძნებელ-პრეზიდენტის 03.06.2021წ. #49 გადაწყვეტილება).

5.3.1. იურიდიულ ან აკადემიური ხარისხის არ მქონე ფიზიკურ პირს, რომელმაც საქართველოში ან საზღვარდარეთ თავისი საზოგადოებრივი და სამეცნიერო – პრაქტიკული საქმიანობით ხელი შეუწყო კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითერაბას.

(ცვლილება: აკადემიის დამფუძნებელ-პრეზიდენტის 03.06.2021წ. #49 გადაწყვეტილება).

5.4. წევრს უფლება აქვს:

5.4.1. მონაწილეობა მიიღოს აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;

5.4.2. მიიღოს ინფორმაცია აკადემიის საქმიანობის შესახებ. აირჩიოს და არჩეულ იქნეს აკადემიის მუდმივ ან დროებით მოქმედ ორგანოებში;

5.4.3. შეიტანოს წინადადებები და რეკომენდაციები აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებით;

5.4.4. გავიდეს აკადემიის შემადგენლობიდან;

5.5. აკადემიის წევრის მოვალეობანი:

5.5.1. დაიცვას წინამდებარე წესდება, აკადემიის შინაგანაწესი და მმართველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მონაწილეობა მიიღოს აკადემიის საქმიანობაში;

5.5.2. გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ღირსებას, ავტორიტეტს და ქონებას; შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის საქმიანობაში;

5.5.3. გადაიხადოს საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით;

5.6. წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა/შეჩერება:

(ცვლილება: აკადემიის დამფუძნებელ-პრეზიდენტის 03.06.2021წ. #49 გადაწყვეტილება).

5.6.1. საკუთარი განცხადების საფუძველზე;

5.6.2. სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;

5.6.3. სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას;

5.6.4. გარდაცვალებისას;

5.6.5. აკადემიის წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის საფუძველზე;

(ცვლილება: აკადემიის დამფუძნებელ-პრეზიდენტის 03.06.2021წ. #49 გადაწყვეტილება).

5.6.6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში;

 

მუხლი 6

აკადემიის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

6.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი.

6.3. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.

6.4. გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

6.5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;

ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს.

6.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.

6.7. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელმა არ განსაზღვრა ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

6.8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

მუხლი 7

დასკვნითი დებულებები

7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის დამფუძნებლის ხელმოწერის მომენტიდან.
7.2. თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

7.3. ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შირის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.

 

 

აკადემიის დამფუძნებელი - პრეზიდენტი,

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  მალხაზ ბაძაღუა

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 349 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< დეკემბერი 2017 >
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 28 29 30 31

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»