დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

დეკ22

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევის შედეგი

 

2025 წლის 15 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასა და უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მალხაზ ბაძაღუასა და პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის მიერ განხორციელებული კომპლექსური დარგთაშორისი მონოგრაფიული კვლევის შედეგად გამოცემული წიგნის „დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური საფუძვლების“ წარდგენა - განხილვა.

 
დეკ22

ახალი წიგნები სამოქალაქო სამართალში

 

2025 წლის 9 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, პროფესორ დავით ძამუკაშვილის სამეცნიერო კრებულების: „შრომის სამართალი“ და „ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის სამართალი“, პრეზენტაცია გაიმართა. წიგნების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა: საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, პროფესორმა რომან შენგელიამ, პროფესორმა გიორგი თოდრიამ და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

 
ნოე21

ვულოცავთ პროფესორ სალომე კაპანაძეს მორიგ წარმატებას

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი-აკადემიკოსი, ჟურნალ „კრიმინოლოგის“ პასუხისმგებელი მდივანი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი სალომე კაპანაძე დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული სამინისტროს იგი მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილეს რანგში, ოცი წლის წინ ხელმძღვანელობდა.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია და ჟურნალ „კრიმინოლოგის“ სარედაქციო კოლეგია პროფესორ სალომე კაპანაძეს ულოცავს და უსურვებს წარმატებებს სახელმწიფო, სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობასა და პირად ცხოვრებაში.

 

აკადემიის სახელით,

აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტი,

პროფესორი მალხაზ ბაძაღუა

 
ნოე15

15 ნოემბერი, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა (TOC)

 

2025 წლის 11 ნოემბერს გაეროს ვენის ოფისში გაიმართა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში გაეროს ვებ-ტელევიზიით, რითაც უზრუნველყოფილი იყო დისტანციური მონაწილეობა.

მონაწილეებს მიესალმნენ და საერთაშორისო დღე მიულოცეს, UNODC - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ღადა ვალიმ; ავსტრიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენიმ და იტალიის პრეზიდენტმა სერხიო მატარელამ.

 
ნოე05

მონაწილეობა ევროპის კრიმინოლოგთა ყოველწლიურ კონფერენციაზე - EUROCRIM 2025

 

2025 წლის 3-6 სექტემბერს საბერძნეთის ქალაქ ათენში გაიმართა ევროპის კრიმინოლოგიის საზოგადოების 25-ე ყოველწლიური კონფერენცია სადაც მონაწილეობდა 2500 ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოს კრიმინოლოგთა მეცნიერებათა აკადემიას წარმოადგენდა, აკადემიის წევრი, პროფესორი ეკა ბესელია

 
ოქტ31

ცვლილებები განათლების მეცნიერებათა აკადემიაში

 

2025 წლის 25 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საეთო კრება,

კრებამ განიხილა ორგანიზაციული საკითხები, რომელიც აკადემიის წევრებს განსახილველად წარუდგინა აკადემიის საპატიო პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ნათელა ვასაძემ.

 
ოქტ31

თანამშრომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოსთან

 

2025 წლის 24 ოქტომბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით და ორგანიზებით საზეიმოდ გაიხსნა „ყაზახეთის ისტორიისა და კულტურის კაბინეტი“, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ლიტერატურით არის აღჭურვილი.

 

 
გვერდი 3 დან 30

ჩვენი პარტნიორები





საიტზე იმყოფება

 187 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ავლისი 2026 >
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»