დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

მარ15

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი გივი ინწკირველი - 100

 

2026 წლის 8 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წვერ-კორესპოდენტს, მსოფლიოს ათას საუკეთესო მეცნიერთა შორის დასახელებულ გამორჩეულ პიროვნებას, იურსიტთა მრავალი თაობის აღმზრდელ პროფესორს გივი ზაქარიას ძე ინწკირველს 100 წელი შეუსრულდებოდა.

პროფეოსრ გივი ინწკირველს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის სამართლის და კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარებაში, იგი წლების მანძილზე სათავეში ედგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს და სხვადასხვა საზოგადოებრივ მოვალეობასთან ერთად იყო “დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ მეცნიერ-კონსულტანტი.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, მისი წევრები უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით მოვიხსენიებთ ღირსეულ მამულიშვილს, პედაგოგსა და მეცნიერს.

ბატონი გივის ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება მის ახლობლებსა და კოლეგებს.

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია

 
იანვ29

სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით საქმიანობის აღიარება

 

აქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, მიმდინარე წელს დაარსებიდან 85 წელი უსრულდება, ამასთან დაკავშირებით აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს როინ მეტრეველის რედაქტორიბით გამოიცა საიუბილეო წიგნი „ქართული მეცნიერება აკადემიის 85-ე წლისთავზე“, სადაც ქართველი მეცნიერების წერილებია მეცნიერების სხვადასხვა დარგის მიღწევებზე 85 წლის განმავლობაში. აქვე პროფესორ ბექა ქანთარიას წერილში „სამართალმცოდნეობა“ აღნიშნულია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით, საერთაშორისო დონეზე ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, კერძოდ, საიუბილეო წიგნში აღნიშნულია: „იმედისმომცემ ტრადიციად იქცა მეტად ნაყოფიერი სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია კრიმინოლოგიაში, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივით საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობითა და ძალისხმევით წელს მეხუთედ ჩატარდა. მისი იდეის ავტორი და მუდმივი ორგანიზატორია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.“

 
დეკ30

გაეროს ვებ-გევრდი ქართველ მეცნიერთა ინიციატივის შესახებ

 

გაეროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა გაეროს კონსულტანტის სტატუსის მქონე, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაცია 2025 წლის, 13 ივნისს ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ -კორესპონდენტის, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნას.

 
დეკ26

ოკუპირებული აფხაზეთი - კულტურული მემკვიდრეობა და საინფორმაციო გამოწვევები

 

ა.წ. 22-23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში  ჩატარდა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია - ,,ოკუპირებული აფხაზეთი - კულტურული მემკვიდრეობა და საინფორმაციო გამოწვევები“.

ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,  უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებიდან 48 და დაბადებიდან 93 წლისთავს.

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო კვლევის ცენტრის მხარდაჭერით და საპატრიარქოს უწყებათა ელექტრონული მომსახურების სამსახურის ორგანიზებით.

კონფერენცია გახსნა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

 
დეკ22

მნიშვნელოვანი შეხვედრა

 

2025 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავჯდომარესთან, დოქტორ ალექსანდრე ტაბატაძესთან, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებატა აკადემიის პრეზიდენტ, პროფესორ მალხაზ ბაძაღუასთან შეხვედრა.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის უსაფრთხოების, განსაკუთრებით ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის პრობლემები, ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად თანამშრომლობა.

შეხვედრის ბოლოს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარეს, დოქტორ ალექსანდრე ტაბატაძეს გადაეცა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრის დიპლომი.

 
დეკ22

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევის შედეგი

 

2025 წლის 15 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასა და უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მალხაზ ბაძაღუასა და პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის მიერ განხორციელებული კომპლექსური დარგთაშორისი მონოგრაფიული კვლევის შედეგად გამოცემული წიგნის „დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური საფუძვლების“ წარდგენა - განხილვა.

 
დეკ22

ახალი წიგნები სამოქალაქო სამართალში

 

2025 წლის 9 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, პროფესორ დავით ძამუკაშვილის სამეცნიერო კრებულების: „შრომის სამართალი“ და „ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის სამართალი“, პრეზენტაცია გაიმართა. წიგნების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა: საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, პროფესორმა რომან შენგელიამ, პროფესორმა გიორგი თოდრიამ და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

 
გვერდი 2 დან 30

ჩვენი პარტნიორები





საიტზე იმყოფება

 169 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< მაისი 2026 >
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»