დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

პროფესორ დავით სუჯაშვილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წიგნი

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით გამოვიდა, საჯარო მმართველობის დოქტორის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის-აკადემიკოსის დავით სუჯაშვილის წიგნი „დავინახე, ვესაუბრე, გავაგონე“.

წიგნის რედაქტორია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საგანგებო და სრულ უფლებიანი ელჩი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი თედო ჯაფარიძე.

წიგნი ეხება ნეირო ლინგვისტიკური პროგრამირების შესაძლებლობებს სხვადასხვა პრაქტიკული ფსიქოლოგიის მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომელთა მიზანია ადამიანთა შორის წარმატებული კომუნიკაციის და მათ შორის არსებული კონფლიქტების დარეგულირება.

პროფესორი თედო ჯაფარიძე რედაქტორის წინათქმაში სამართლიანად მიუთითებს „მოკრძალებულად ვურჩევ ყველას, მათ, ვინც დღეს ქმნის პოლიტიკას, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, საჯარო მოხელეებს, ყურადღებით წაიკითხონ ეს ნაშრომი. ამასთან ერთად, მინდა გულწრფელად ვაღიარო, ეს წიგნი მე და ჩემი თაობის დიპლომატებს, რომ გვქონოდა წაკითხული, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საქმიანობა უფრო მეტად ეფექტური და ეფექტიანი იქნებოდა. ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ამ სერიოზულ ნაშრომს გაეცნობიან და გამოიყენებენ დღეს მოქმედი და მომავალი დიპლომატები, საგარეო და უსაფრთხოების სფეროებში მომუშავე ადამიანები“.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიის წევრს, პროფესორ დავით სუჯაშვილს უსურვებს მომავალ წარმატებებს სამეცნიერო-პრაქტიკულ მოღვაწეობაში.

 

ჩვენი პარტნიორები





საიტზე იმყოფება

 168 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ავნისი 2026 >
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»