2023 წლის 30 ნოემბერს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.