2025 წლის 11 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, აშშ-ის ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორის კრის ესკრიჯის საჯარო ლექცია „ორგანიზებული დანაშაულობა - რუსული კარტელები“.
საჯარო ლექცია გახსნა, საპატიო სტუმარს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე,
საჯარო ლექციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა;
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა: ნიკა ჩაკვეტაძემ, ფეოდორე ქავთარაძემ, ანი სურმავამ, მარიამ ომიაძემ;
სტუდენტთა სახელით საინტერესო ლექციისათვის პროფესორ კრის ესკრიჯს მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტმა, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტიპენდიანტმა ნიკოლოზ ნაჭყებიამ.