ამა წლის 29 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით და აშშ-ს კრიმინოლოგიის საზოგადოების მხარდაჭერით ჩასატარებელი მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“ საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა.