დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

ღონისძიებები

აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2025 წლის 13 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, გაეროს ECOSOC–ის სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ჩაატარა მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნას.
On June 13, 2025, the National Academy of Sciences of Georgia, the Georgian Academy of Criminological Sciences -- which holds special consultative status with the United Nations ECOSOC - and Grigol Robakidze University jointly held the Fifth International Scientific Conference titled “The Academic Community Against Transnational Organized Crime”. The event was dedicated to the memory of Corresponding Member of the National Academy of Sciences of Georgia, Professor Tinatin Tsereteli.

 

ამერიკელი პროფესორ კრის ესკრიჯის საჯარო ლექცია

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2025 წლის 11 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, აშშ-ის ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორის კრის ესკრიჯის საჯარო ლექცია „ორგანიზებული დანაშაულობა - რუსული კარტელები“.

საჯარო ლექცია გახსნა, საპატიო სტუმარს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე,

საჯარო ლექციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა;

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა: ნიკა ჩაკვეტაძემ, ფეოდორე ქავთარაძემ, ანი სურმავამ, მარიამ ომიაძემ;

სტუდენტთა სახელით საინტერესო ლექციისათვის პროფესორ კრის ესკრიჯს მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტმა, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტიპენდიანტმა ნიკოლოზ ნაჭყებიამ.

 

სამეცნიერო საქმიანობის ანგარიში

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

ამ წლის 20 ივლისს გრგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა უნივერისტეტის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების საქმიანობის ანგარიშების მოსმენა. უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანგარიში წარადგინა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

 

პროფესორ კრის ესკრიჯის საჯარო ლექციები უნივერსიტეტებში

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2023 წლის 22 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში და იმავე დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის თაოსნობით გაიმართა ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსის, ნებრასკსა უნივერსიტეტის პროფესორ კრის ესკრიჯის საჯარო ლექციები, თემაზე:

„დანაშაული და მართლმსაჯულება, კრიმინოლოგიის ზეგავლენის გაძლიერება 21-ე საუკუნეში“

 

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დანაშაულობის პრევენციის აქტუალური საკითხები“

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2023 წლის 23 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიამ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩაატარა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:

„დანაშაულობის პრევენციის აქტუალური საკითხები“

კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა: პროფესორი მალხაზ ბაძაღუა - საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;

 
გვერდი 1 დან 16

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 170 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ავნისი 2025 >
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»