დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაფორმდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თანამშრომლობის ახალ პლატფორმას ითვალისწინებს. მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით, საგანმანათლებლო და სამართლებრივ პროექტებს, ორგანიზებას გაუწევენ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებსა და საჯარო დისკუსიებს; გამოაქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალებში „მოამბესა“ და „მაცნეში“, იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციაში“.

მემორანდუმის ხელისმოწერის ცერემონიალზე საქმიანი წინადადებებით სიტყვით გამოვიდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსები: ელიზბარ ჯაველიძე, თამაზ შილაკაძე, ვაჟა ლორთქიფანიძე, ვალერი ასათიანი, ჯაბა სამუშია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, პროფესორები: რომან შენგელია და თემურ (პოლიკარპე) მონიავა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღაუამ ეროვნული კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრ, სამართლის დოქტორ რატი ბრეგაძეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრის -საპატიო აკადემიკოსის დიპლომი გადასცა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება კიდევ ერთი ნაბიჯია სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობისათვის, რაც იუსტიციის სამინისტროს 2022-2024 წლების სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები


საიტზე იმყოფება

 100 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< აგვისტო 2022 >
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27
29 30 31        

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»