დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

ღონისძიებები

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში შეხვედრა მეცნიერ -მკვლევარებთან

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2018 წლის 5 სექტემბერს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან და მეცნიერ-მკვლევარებთან. შეხვედრას  უძღვებოდა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, რომელმაც წარმოადგინა აკადემიის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი საკითხები, სტრატეგიული ხედვები, აღნიშნა ამერიკის კრიმინოლოგიური საზოგადოების მხრიდან გამოქვეყნებულ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მხარდამჭერ საინფორმაციო მასალაზე და დასმწრე საზოგადოებას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და  მეცნიერ-მკვლევარებს მოუწოდა თანამშრომლობისაკენ.

 

პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრისთვის გელა ბანძელაძის სახელის მინიჭება და პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წიგნის ,,პროფესიული ეთიკის საფუძვლები’’ წარდგენა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2018 წლის 24 თებერვალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭრით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერეო–კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან და  ა.(ა).ი.პ. დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთნ თნამშრომლობით განხორციელებული პროექტ „პროფესიული ეთიკის განვითარების’’ ფარგლებში, მოქმედი პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრისთვის პროფესორ გელა ბანძელაძის სახელის მინიჭების ცენერემონიალი, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წიგნის „პროფესიული ეთიკის საფუძვლები’’ წარდგენა და პროექტის შეჯამება.

 

„კრიმინოლოგია – დანაშაულობის შემსწავლელი მეცნიერება“

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

სტუდენტური კონფერენცია თემაზე :

„კრიმინოლოგია – დანაშაულობის შემსწავლელი მეცნიერება“

2017 წლის 24 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კრიმინოლოგიის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, გელა ბანძელაძის სახელობის პროფესიული ეთიკის ცენტრში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „კრიმინოლოგია – დანაშაულობის შემსწავლელი მეცნიერება“.

 

 

ორდღიანი სწავლება „პროფესიული ეთიკა, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2017 წლის 20 – 21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა მოკლევადიანი (ორდღიანი) სასწავლო კურსი „პროფესიული ეთიკა, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიული ეთიკის საკითხებით დაკავებულმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებმა, ააიპ „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ და „პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ წევრებმა.

 

 

„პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ გახსნა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2017 წლის 10 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 112–ე აუდიტორიაში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან და ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან“ თანამშრომლობით  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერილი პროექტით „პროფესიული ეთიკის განვითარება“ გათვალისწინებული „პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ გახსნა და საინფორმაციო კრებულის პრეზენტაცია

 

 
გვერდი 8 დან 16

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 461 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ავნისი 2025 >
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»