
2026 წელს, 4 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ღონისძიებები, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს.
საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა დაათვალიერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მუზეუმი, რომელსაც უძღვებოდა მუზეუმის ხელმძღვანელლი ვახტანგ ამირანაშვილი.
გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა. სადაც აკადემიის ახალ წევრებად წარდგენილი იქნენ: აკადემიის საპატიო წევრად - საპატიო აკადემიკოსად: აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე და იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი ვახტანგ გვარამია. აკადემიის წევრად - აკადემიკოსად: დოქტორი ედიშერ ფუტკარაძე და დოქტორი დავით აფციაური.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებისა და განვითარების ისტორიაზე მოხსენება გააკეთა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმართულების ხელმძღვანელმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, დოქტორმა პაატა სურგულაძემ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 2018-2026 წლებში თანამშრომლობაზე პრეზენტაცია გააკეთა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასასტენტ-მკვლევარმა, მაგისტრმა ნიკოლოზ ნაჭყებიამ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემისათვის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო მეგობრის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადება შემოიტანა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმართულების ხელმძღვანელმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, დოქტორმა მალხაზ ბაძაღუამ, რომელმაც საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის მხარდაჭერისათვის აკადემიის „მადლობის სიგელით“ დააჯილდოვა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი პაატა ქორქია.
აკადემიის „საპატიო ნიშნის“ დაწესების შესახებ დებულება აკადემიის წევრებს გააცნო საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, დოქტორმა დავით გუგავამ.
საქართველოს ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან აკადემიის თანამშრომლობასთან დაკავშირებით წინადადებით შემოვიდა დოქტორი მალხაზ ბაძაღუა. შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშო ჯგუფი, აკადემიის საპატიო აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ შოთა ასათიანის ხელმძღვანელობით.
აკადემიის სამეცნიერო საბჭოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან აკადემიის „კრიმინოლოგიის სკოლის“ დაარსების და პროექტის „დანაშაულობის პრევენციის მექანიზმები“ შესახებ წინადადდება გააცნო და აკადემიის წევრებს პროექტში მონაწილეობისაკენ მოუწოდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიმართულების ხელმძღვანელმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, დოქტორმა მალხაზ ბაძაღუამ.
განხილულ საკითხებზე აზრი გამოთქვეს აკადემიის წევრებმა: რამაზ გახოკიძემ, თამაზ შილაკაძემ, ედიშერ ფუტკარაძემ, ჯემალ ჯანაშიამ, ვახტანგ გვარამიამ, დავით აფციაურმა, ვეფხვია გვარამიამ და მარინე შაქარაშვილმა.
























.jpg)
.jpg)
.jpg)








