დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მნიშვნელოვანი მემორანდუმი

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2018 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიასა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

 

მემორანდუმის თანახმად მხარეები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე დაყრდნობით. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ერთობლივად შეიმუშავებენ და განახორციელებენ სხვადასხვა სახის ერობლივ სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებს, დისკუსიებსა და სხვა აქტივობებს. ამ მიმართულებით დარგობრივი აკადემია პრიორიტეტულად ითანამშრომლებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერების განყოფილებასთან, სამართლისა და კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარების მიმართულებით და სხვა საკითხებში, გამოაქვეყნებენ სამეცნიერო შრომებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის ჟურნალ „მაცნეში“ და  სამეცნიერო პრაქტიკულ ჟურნალ „კრიმინოლოგში“

მემორანდუმის ხელმოწერაზე სიტყვით გამოვიდნენ:

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხრიდან აკადემიკოსები:
გიორგი კვესიტაძე - ეროვნული აკადემიია პრეზიდენტი

როინ მეტრეველი - ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
საქართელოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან პროფესორები:

მალხაზ ბაძაღუა - აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;

ზურაბ ხონელიძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;

ჯემალ გახოკიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერესიტეტის წარმომადგენელთა საბჭოს - სენატის თავმჯდომარე;

მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ:

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხრიდან:

რამაზ ხუროძე - აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსულებელი;

ნოდარ მითაგვარია - აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი

თინათინ სადუნიშვილი - ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსულებელი;

ზინა ჯორბენაძე - უცხოეთთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

ქეთევან ახმეტელი - უცხოეთთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

საქართელოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან პროფესორები:

მაია ნადარეიშვილი - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბრიტანეთისა და ამერიკის შესწავლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი;

ვეფხვია გვარამია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;

თემურ ფაჩულია - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი;

გიმზერ ალანია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

ავთანდილ ხაჟალია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

მიხეილ ბაძაღუა - საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მთავარი სპეციალისტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი.

 

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 375 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ნოემბერი 2018 >
      1 2 3 4
6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»