საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებულ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან ხელშეკრულებეა გააფორმა

ბეჭდვა

2021 წლის 10 დეკემბერს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში კონკურსის გამარჯვებულ 14 პროექტის წარმდგენ ორგანიზაციებსა და კერძო პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდა. მათ შორის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან პროექტის “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის შესახებ“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთობლივად განსახორციელებლად. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა პრეოქტის ხელმძღვანელმა, საქართელოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პროფესორმა რატი ბრეგაძემ გამარჯვებულებს წარმატება პირადად მიულოცა.