დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2021 წლის 24 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროექტის “იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის შესახებ“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.

პროექტს ახორციელებს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მონაწილეობით, პროექტის განხორციელების ვადებია ა.წ. 1 დეკემბრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე.

პროექტის მონაწილეთა მიერ შემუშავდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის კონცეფცია; სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დებულებისა და სტრუქტურის პროექტი.

შეხვედრაზე პროექტში მონაწილე, საქართველ;ოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრთა შორის განაწილდა ფუნქციები:

 

 

  • პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი მალხაზ ბაძაღუა;
  • მეცნიერ - კონსულტანტი - აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე;
  • პროექტის კოორდინატორი - პროფესორი დავით გუგავა;
  • მეცნიერ - მკვლევარები: პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი, პროფესორი მიხეილ ბაძაღუა, დოქტორი თამარ ჩიკვილაძე;
  • პროექტის ფინანსური მენეჯერი - ქეთევან გაზაშვილი;
  • პროექტის ასისტენტი - პაატა ქორქია.

 

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 355 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ნოემბერი 2021 >
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 28
29 30          

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»