საერთაშორისო კონფერენცია

ბეჭდვა

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2018 წლის 29-30 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგ“-ში ჩაატარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები”

რომელიც მიეძღვნა ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის 70-ე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მიღების მე-20 წლისთავს.

კონფერენცია ინიცირებული და ორგანიზებული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მიერ.

კონფერენციის პლენარულ და სექციურ სხდომებზე მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით გამოვიდნენ მეცნიერები: გერმანიიდან, ავსტრიიდან, რუმინეთიდან, ესტონეთიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, არგენტინიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, კორეიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. მათ შორის აქტუალურ პრობლემებზე საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა:

პროფ. დოქტ. ზურაბ ხონელიძემ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოხსენება - „აგრესიული სეპარატიზმი - ჯგუფური დანაშაულობის ევოლუციის უმაღლესი ფაზა.“

მოხსენება - „საუნივერსიტეტო დიპლომატია - კონფლიქტის დარეგულირების საშუალება“

მოხსენება - „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები.“

მოხსენება - „ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემების შესახებ.“

მოხსენება - „გენოციდისა და ომის დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის პრობლემები დროში, სივრცეში და პირთა მიმართ საქართველოს მაგალითზე.“