საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის 2022 წლის საანგარიშო კრება

ბეჭდვა

2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წლიური საანგარიშო კრება, ასევე ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-16 ნომრის პრეზენტაცია.

საანგარიშო კრებაზე მოხსენებით „საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში (2022 წლის 31 მარტიდან-2022 22 დეკემბერი) წარსდგა , აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა მანვე აკადემიის წევრებს წარუდგინა ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-16 ნომერი.  განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ ლომთათიძემ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მეგობარმა, აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, პროფესორებმა: გიორგი თოდრიამ, ჯემალ გახოკიძემ, ეკა ბესელიამ, ზაურ ამილახვარმა, ბადრი ნაჭყებიამ, პოლიკარპე (თემურ) მონიავამ, თემურ მურღულიამ.

კრების მონაწილეებმა 80 წლის იუბილე მიულოცეს აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს. რომელსაც პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ მადლიერების ნიშნად მადლობის სიგელი გადასცა. ახალი წიგნების გამოცემა მიულოცეს, აკადემიის წევრებს: პროფესორ გიორგი თოდრიას „კრიმინოლოგიური შემეცნების პრობლემები“ და პროფესორ მაია ნადარეიშვილს „დეონტოლოგია საერთაშორისო მედიასამართლის ჭრილში“.

კრებაზე დაისახა აკადემიის სამომავლო გეგმები: 2023 წელს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის „დანაშაულობის პრევენციის პრობლემები ევროკომისიის რეკომენდაციების ჭრილში“ ჩატარების თაობაზე, ასევე კრიმინოლოგიის დღესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს პარლამენტში დასმის თაობაზე და სხვა.

საერთო კრების მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ზემოთაღნიშნული აკადემიის წევრების გარდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა: ალექსანდრე მიქაბერიძემ თეიმურაზ ფაჩულიამ, თეიმურაზ ბერიძემ, გელა ხუციშვილმა, მაია ნადარეიშვილმა, დავით გუგავამ, პეტრე დაუთაშვილმა, ზაურ ფხალაძემ, გიმზერ ალანიამ, სოფიო მიდელაშვილმა, ვახტანგ მაისაიამ, თამარ ჩიკვილაძემ, დავით გონდაურმა და გიორგი ხატიძემ.