
ა.წ. 22-23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია - ,,ოკუპირებული აფხაზეთი - კულტურული მემკვიდრეობა და საინფორმაციო გამოწვევები“.
ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებიდან 48 და დაბადებიდან 93 წლისთავს.
კონფერენცია ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო კვლევის ცენტრის მხარდაჭერით და საპატრიარქოს უწყებათა ელექტრონული მომსახურების სამსახურის ორგანიზებით.
კონფერენცია გახსნა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

















.jpg)
.jpg)
.jpg)







