
2025 წლის 15 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასა და უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მალხაზ ბაძაღუასა და პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის მიერ განხორციელებული კომპლექსური დარგთაშორისი მონოგრაფიული კვლევის შედეგად გამოცემული წიგნის „დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური საფუძვლების“ წარდგენა - განხილვა.
წიგნის წარდგენა შესავალი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა წიგნის თანაავტორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე.
დამსწრე საზოგადოებას წიგნი წარუდგინა წიგნის თანაავტორმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ;
საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ: საქართველოს საასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ივა ბერაძეს და პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თენგიზ რუხაძეს.
შეკრებილი საზოგადოება დალოცა და ავტორებს წარმატებები უსურვა პროტოპრევიტერმა გიორგი ზვიადაძემ;
სიტყვით გამოვიდნენ და მონოგრაფიაზე ისაუბრეს:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებისადმი მისასალმებელ სიტყვაში მონოგრაფიის მნიშვნელობაზე და ავტორთა, პროფესორ მალხაზ ბაძაღუასა და პროფესორ მამუკა თავხელიძის კრიმინოლოგიის სფეროში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა;
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ;
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთავარმა მრჩეველმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ,
საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა რომან შენგელიამ;
დამსწრე საზოგადოებას გააცნეს წიგნის რედაქტორის, აკადემიკოს ნათელა ვასაძის წერილი;
წიგნის რეცენზენტებმა: პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლუბა ბიბილეიშვილმა და იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მიხეილ მამნიაშვილმა;
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტმა, ზემოაღნიშნული პროექტის სტიპენდიანტმა ნიკოლოზ ნაჭყებიამ;
სიტყვით გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს მონოგრაფიაში განხილულ საკითხებს: სამართლებრივი სახელმწიფო; მართლწესრიგი და პედაგოგიკა; დანაშაულობის პრევენციის პედაგოგიური ასპექტები; პედაგოგიკის თანამედროვე გამოწვევები; პედაგოგიკა, როგორც დანაშაულობის პრევენციის მექანიზმი; პრევენციული პედაგოგიკა; პენიტენციური და პოსტპენიტენციური პედაგოგიკის პრობლემები და სხვა.





















.jpg)
.jpg)
.jpg)







