დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

15 ნოემბერი, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა (TOC)

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2025 წლის 11 ნოემბერს გაეროს ვენის ოფისში გაიმართა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში გაეროს ვებ-ტელევიზიით, რითაც უზრუნველყოფილი იყო დისტანციური მონაწილეობა.

მონაწილეებს მიესალმნენ და საერთაშორისო დღე მიულოცეს, UNODC - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ღადა ვალიმ; ავსტრიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენიმ და იტალიის პრეზიდენტმა სერხიო მატარელამ.

გამომსვლელების მიერ აღინიშნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის (UNTOC) მიღების 25 წლისთავი და ხაზი გაესვა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის მხარდამჭერი ფინანსური სისტემების მიზანმიმართული მოქმედების კრიტიკულ მნიშვნელობას, რომელიც მილიარდობით უკანონო მოგებას გამოიმუშავებს და მსოფლიოში ადამიანურ და სოციალურ ხარჯებს იწვევს.

ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა გაეროს სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, ასევე აკადემიის წევრი პროფესორ- მასწავლებლები და სტუდენტები.

 

 

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 201 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ნოემბერი 2025 >
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»