დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

აკადემიის მორიგი საერთო კრება

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, 2026 წლის, 28 ივლისს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება, რომელსაც უძღვებოდა აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. კრებაზე განხილული იქნა საკითხები:

  • ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-18(1) ნომრის წარდგენის შესახებ;
  • ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ;
  • აკადემიის დროშის დამტკიცების შესახებ;
  • აკადემიის საკონსულტაციო-სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის განახლების შესახებ;
  • „კრიმინოლოგიის დღის“ დაწესების შესახებ;
  • 2027 წელს, აკადემიის 10 წლის იუბილის აღნიშვნის შესახებ;
  • აკადემიის ახალი წევრების წარდგენის შესახებ.

კრებაზე წარმოდგენილ ჟურნალში გამოქვეყნებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, გაეროს ECOSOC-ის სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ჩატარებული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორსეპოდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-5 საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ“ მასალები.

კრებაზე ზემოაღნიშნულ საკითხებზე მიღებული იქნა გადაწყვეტილებები, კერძოდ, შეთანხმდნენ, რომ „კრიმინოლოგიის დღე“ აღინიშნოს ყოველი წლის 25 მაისს. 2027 წელს, ამავე დღეს აღინიშნოს აკადემიის დაარსებიდან 10 წლის იუბილე. ამასთან დაკავშირებით ჩატარდეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ხელოვნური ინტელექტი - სოციალური მოვლენა“. გამოიცეს ჟურნალ „კრიმინოლოგის“ მე-3 დამატება, რომელიც მიეძღვნება დაარსებიდან 10 წლის მანძილზე აკადემიის მიერ განხორციელებულ აქტივობებს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, განათლების და მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი და შესაბამისი ატრიბუტიკა გადასცა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს თამაზ შილაკაძეს.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელმა-პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ, აკადემიის წესდების თანახმად, აკადემიის წევრებს წარუდგინა აკადემიის მკვლევარი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართველოს პროკურორი, დოქტორანტი ლიკა გრიშიკაშვილი, ასევე აკადემიის წევრად არჩევის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა: იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ გივი ლობჟანიძეს; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ პაატა სურგულაძეს; ინფორმატიკის დოქტორ, პროფესორ ნატალი სიდამონიძეს.

კრებაზე საკითხების ირგვლივ აზრი გამოთქვეს: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა მამუკა თავხელიძემ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსმა, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის გენერალურმა მრჩეველმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა: პოლიკარპე (თემურ) მონიავამ, ეკატერინე შენგელიამ, სალომე კაპანაძემ, მიხეილ მამნიაშვილმა, გივი ლობჟანიძემ, პაატა სურგულაძემ და ნატალი სიდამონიძემ. ასევე აკადემიის მკვლევარმა, დოქტორანტმა ლიკა გრიშიკაშვილმა, საქართველოს სდსს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ფოჩხუამ.

კრებაზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, აკადემიის წევრმა კობა ბუაძემ, წარადგინა უწმიდესი და უნეტარესი ილია II პატივის მისაგებად შექმნილი ხეზე გამოკვეთილი პორტრეტი, რომელიც პირადად მისი და კრების გადაწყვეტილებით, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სახელით გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს.

 

 

 

ჩვენი პარტნიორები





საიტზე იმყოფება

 163 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< აგვისტო 2026 >
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»