დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2023 წლის 7 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება, რომელსაც უძღვებოდა აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

კრებამ განიხილა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილება საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისათვის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მინიჭების შესახებ, რომელიც აკადემიის წევრებს გააცნო აკადემიის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით გუგავამ.

საკითხის ირგვლივ საქმიანი წინადადებები დასვეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა: აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, პროფესორმა რომან შენგელიამ, პროფესორმა ეკა ბესელიამ, პროფესორმა მიხეილ მამნიაშვილმა, პროფესორმა გელა ხუციშვილმა, პროფესორმა დავით გუგავამ, აკადემიის საპატიო წევრმა ალექსანდრე მიქაბერიძემ. პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ მადლობა გადაუხადა აკადემიის წევრებს აკადემიაში ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის რისი შედეგიცაა აკადემიისათვის ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტატუსის მინიჭება.

კრებაზე დაისვა საკითხები: აკადემიის საქმიანობაში საუნივერსიტეტო რესურსების ჩართულობაზე, მეცნიერების დეპოლიტიზირების, ევროპოზიციისა და მათემატიკიზაციის შესახებ, ასევე ქვეყანაში სამეცნიერო ტურიზმის განვითარებაზე, გაეროს სტრუქტურულ დანაყოფებთან, საქართველოში გაეროს ოფისთან ურთიერთობის დამყარებაზე.

საერთო კრებაზე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დოქტორი მიხეილ მამნიაშვილი კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისა და დაბადებიდან სამოცდაათი წლის იუბილესთან დაკავშირებით დაჯილდოვდა აკადემიის მადლობის სიგელით.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისათვის გაეროს სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მოპოვებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის აკადემიის მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ: აკადემიის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით გუგავა და აკადემიის მკვლევარი, მაგისტრი საბა კვესიტაძე.

აკადემიის საერთო კრების მუშაობაში მონაწილეობდნენ, აკადემიის წევრები, დოქტორები: გიორგი თოდრია, თეიმურაზ ბერიძე, მანანა ხვედელიძე, ავთანდილ ხაზალია, მიხეილ ბაძაღუა, ჯემალ გაბელია, პეტრე დაუთაშვილი, ზაურ ფხალაძე, გიმზერ ალანია, ვეფხვია გვარამია, ბადრი ნაჭყებია, თამარ ჩიკვილაძე, დავით გონდაური, საპატიო წევრი - თენგიზ ქავთარაძე.









 

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 410 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ოქტომბერი 2023 >
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»