დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 
ავნისი 2025

სამშაბათი 17 ავნისი 2025

აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ PDF ბეჭდვა Write e-mail
17.06.2025 13:03

 

2025 წლის 13 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, გაეროს ECOSOC–ის სპეციალური კონსულტანტის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ჩაატარა მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აკადემიური საზოგადოება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულობის წინააღმდეგ“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნას.
On June 13, 2025, the National Academy of Sciences of Georgia, the Georgian Academy of Criminological Sciences -- which holds special consultative status with the United Nations ECOSOC - and Grigol Robakidze University jointly held the Fifth International Scientific Conference titled “The Academic Community Against Transnational Organized Crime”. The event was dedicated to the memory of Corresponding Member of the National Academy of Sciences of Georgia, Professor Tinatin Tsereteli.

Read more

ამერიკელი პროფესორ კრის ესკრიჯის საჯარო ლექცია PDF ბეჭდვა Write e-mail
17.06.2025 12:27

 

2025 წლის 11 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის, აშშ-ის ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორის კრის ესკრიჯის საჯარო ლექცია „ორგანიზებული დანაშაულობა - რუსული კარტელები“.

საჯარო ლექცია გახსნა, საპატიო სტუმარს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე,

საჯარო ლექციის შემდგომ გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა;

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებმა: ნიკა ჩაკვეტაძემ, ფეოდორე ქავთარაძემ, ანი სურმავამ, მარიამ ომიაძემ;

სტუდენტთა სახელით საინტერესო ლექციისათვის პროფესორ კრის ესკრიჯს მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრანტმა, უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტიპენდიანტმა ნიკოლოზ ნაჭყებიამ.

Read more

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 170 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ავნისი 2025 >
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»