დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

პროექტები

ორდღიანი სწავლება „პროფესიული ეთიკა, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2017 წლის 20 – 21 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა მოკლევადიანი (ორდღიანი) სასწავლო კურსი „პროფესიული ეთიკა, საჯარო, სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში“. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიული ეთიკის საკითხებით დაკავებულმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ – მასწავლებლებმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებმა, ააიპ „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ და „პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ წევრებმა.

 

 

„პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ გახსნა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2017 წლის 10 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 112–ე აუდიტორიაში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან და ა.ა.ი.პ. „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრთან“ თანამშრომლობით  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერილი პროექტით „პროფესიული ეთიკის განვითარება“ გათვალისწინებული „პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრის“ გახსნა და საინფორმაციო კრებულის პრეზენტაცია

 

 

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ალბომის „მასალების ძველი ქართული სამართლისა და ეკონომიკის ტერმინოლოგიისათვის“ წარდგენა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2017 წლის 10 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
ალბომში შესულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ივანე ჯავახიშვილის პირადი საარქივო ფონდის მასალა, რომელიც მოიცავს სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებს. ტერმინები შედგენილია ივანე ჯავახიშვილის მიერ ისტორიულ საბუთებზე, წყაროებზე და ხელნაწერებზე დაყრდნობით. გამოცემა მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს. პროექტი განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ.

 

 

კრიმინოლოგიის ძირითად ტერმინთა განმარტებები, ინგლისური და რუსული შესატყვისებით

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

2016 წლის 3 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ატრიუმში გაიმართა, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრს  დაარსებიდან 15 წელი საიუბილეო თარიღის აღნიშვნა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის  მიერ განხორციელებული პროექტის -

„კრიმინოლოგიის ძირითად ტერმინთა განმარტებები, ინგლისური და რუსული შესატყვისებით“

 

საქართველოს პირად-გუნდური პირველობა სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2011 წლის 1 ივლისს, „ნინო სალუქვაძის სპორტულ კლუბში“ საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაცია (პრეზიდენტი მალხაზ ბაძაღუა) ატარებს საქართველოს პირად გუნდურ პირველობას სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში.

პირველობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახური, საქათველოს ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებლო სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

პირველობის მთავარ მსაჯად დამტკიცდა ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე.

 
გვერდი 6 დან 7

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 438 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< აპრილი 2024 >
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»