დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

ავლ20

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონ გივი მიქანაძესთან

2024 წლის 15 ივლისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გივი მიქანაძესთან საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას შეხვედრა.

 
ავლ20

თამაზ ბაძაღუას შემოქმედება ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში

2024 წლის 6 ივლისს ილია ჭავწავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა მე-20 საუკუნის ქართული მწერლობის ოთხმოციანელთა თაობის გამორჩეული წარმომადგენლის, პოეტის, დრამატურგისა და მთარგმნელის 28 წლის ასაკში ტრაგიკულად ოჯახთან ერთად გარდაცვლილი თამაზ ბაძაღუას წიგნის „ორი ნოველის“ პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა მისი დაბადაებიდან 65-ე წლისთავს.

 
ავლ20

პროფესორ თეიმურაზ ბერიძის საერთაშორისო აღიარება

 

ცნობილმა საგამომცემლო სახლმა Generis Publishing-მა, რომლის ბეჭდვითი პროდუქცია ვრცელდება პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში, მათ შორის ისეთი კომპანიების მეშვეობით, როგორებიცაა Amazon markets, Octavia Books, Walmart, Wellesley Books და ა.შ., 2024 წელს გამოსცა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თეიმურაზ ბერიძის ინგლისურენოვანი მონოგრაფია „ეკონომიკური კვლევების ანთოლოგია“ – „Anthology of Economic Studies“. ნაშრომი მკითხველს აცნობს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე შემდგარი თანამედროვე ეკონომიკის გარდამავალი პერიოდის თავისებურებებს, განხორციელებული რეფორმების შინაარსსა და სირთულეებს, პრობლემების დაძლევის გზებს და მიღწეულ შედეგებს.

 
ივნ21

სტუდენტის ეთიკის კოდექსისა და ჟურნალ „კრიმინოლოგის“ დამატება N2 წარდგენა

2024 წლის 11 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა წარდგენა:

-         სტუდენტთა კონფერენციისადმი მიძღვნილი ჟურნალ „კრიმინოლოგის“ N17 დამატება N2 - ის;

-         გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის.

2023 წლის 22 დეკემბერს უნივერსიტეტში სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, პროფესორ გელა ბანძელაძის სახელობის „პროფესიული ეთიკის ცენტრში“ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) სპეციალური კონსულტატის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა სტუდენტური კონფერენცია „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტის ეთიკის კონტექსტში“. სტუდენტთა ჯგუფმა წარმოადგინა მათ მიერ მომზადებული მოხსენებები და სოციალური კვლევა, აღნიშნული ნაშრომების საფუძველზე გამოიცა, საერთაშორისო სამეცნიერო-პრქტიკული ჟურნალი „კრიმინოლოგის“ N17 დამატება N2.

 
ივნ19

გამოჩენილი მეცნიერის თინათინ წერეთლის ხსოვნა

 

2024 წლის 13 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნას მიეძღვნა, მისი გამორჩეული მოწაფის, აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის თაოსნობით და პროფესორ ბექა ქანთარიას ორგანიზებით საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გამოჩენილი მეცნიერ - იურისტების, თინათინ წერეთლისა და მისი მეუღლის ვლადიმერ მაყაშვილის საფლავზე სამართლის დარგის, მეცნიერებისა და პედაგოგების შეკრება, ყვავილებითა და გვირგვინებით პატივის მიგება.

 
ივნ01

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო პროფესორ მალხაზ ბაძაღუას

 

2023-2024 სასწავლო წელს უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გადასცა ცნობილი იურისტისა და დიპლომატის ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ფულადი ჯილდო.

 
აპრ20

საქარველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

 

2024 წლის 16 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება.

კრების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საანგარიშო პერიოდში გარდაცვლილ კოლეგების: აკადემიის საპატიო აკადემიკოსის ვიტალი კვაშისის, სახლმწიფო და საზოგადო მოღვაწის, აკადემიის საპატიო მეგობრის ვიქტორია სირაძის და აკადემიის აკადემიკოს ჯემალ გახოკიძის ხსოვნას.

 
გვერდი 1 დან 22

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 394 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ავლისი 2024 >
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»