დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

საქარველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

 

2024 წლის 16 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება.

კრების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საანგარიშო პერიოდში გარდაცვლილ კოლეგების: აკადემიის საპატიო აკადემიკოსის ვიტალი კვაშისის, სახლმწიფო და საზოგადო მოღვაწის, აკადემიის საპატიო მეგობრის ვიქტორია სირაძის და აკადემიის აკადემიკოს ჯემალ გახოკიძის ხსოვნას.

კრებაზე წარდგენილი და არჩეული იქნა აკადემიის წევრები: აკადემიის წევრად-აკადემიკოსად, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მარინე შაქარაშვილი; აკადემიის წევრად, სამართლის დოქტორი კობა ბუაძე; აკადემიის საპატიო წევრად-საპატიო აკადემიკოსად შოთა ასათიანი; აკადემიის საპატიო წევრად-საპატიო აკადემიკოსად, აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე.

კრებაზე წარდგენილი იქნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალ „კრიმინოლოგი“ს- მე-17 ნომერი და აკადემიკოს თამაზ შილაკაძის კრებული „კრიმინოლოგია საგზაო-სატრანსპორტო კომუნიკაციებში“

კრებამ ასევე განიხილა 2025 წლის სამომავლო გეგმები მათ შორის აკადემიის გაეროსთან სპეციალური კონსულტანტის სტატუსით თანამშრომლობის საკითხები.

აკადემიის დამფუძნებელმა-პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და დაბადებიდან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მამუკა თავხელიძე დააჯილდოვა აკადემიის მადლობის სიგელით.

განხილულ საკითხებზე აზრი გამოთქვეს: აკადემიკოსმა გიორგი(ოთარ) კვესიტაძემ, აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ, აკადემიკოსმა თამაზ შილაკაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა მამუკა თავხელიძემ.










 

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 382 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< აპრილი 2024 >
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»