2024 წლის 21 ნოემბერს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ როგორც გაეროს სპეციალურმა კონსულტანტმა მონაწილეობა მიიღო დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ალიანსის ორგანიზებულ მაღალ-პროფილურ გაეროს კონფერენციაში. კონფერენცია ორგანიზებული იყო ვაილდლაიფის მართლმსაჯულების კომისიის საგარეო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დირექტორის ლისა ჰარტველტის მიერ, კონფერენციაზე „გარემოზე მოქმედი დანაშაული“ განხილული იყო გაეროს 2024 წლის 18 ოქტომბრის რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გაძლიერებულ ზომებს იმ დანაშაულის პრევენციისთვის რაც ზეგავლენას ახდენს გარემოზე. ონლაინ კონფერენციას მუშობაში მონაწილეობდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.
ვინაიდან აკადემია ატარებს კვლევას „გარემოს ზეგავლენა დანაშუალზე“. შესაბამისად, კონფერენციაზე აკადემიის მკვლევარმა მარიამ შარიამ დასვა საკითხი გარემო ფაქტორებსა და კრიმინალურ ქმედებებს შორის არსებული პრაქტიკის გაცნობის მიზნით.