დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

დეკ07

მემორანდუმი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან

2023 წლის 30 ნოემბერს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

 
ნოე25

შეხვედრა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან

2023 წლის 22 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს ოფისში, საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორმა, სამართლის დოქტორ საბინე მახლმა გამართა შეხვედრა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ, პროფესორ მალხაზ ბაძაღუასთან.

 
ნოე25

აკადემიის საპატიო წევრი, პროფესორი ვიტალი კვაშისი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი-საპატიო აკადემიკოსი, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალ „კრიმინოლოგი“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი, ამერიკის კრიმინოლოგიის და მსოფლიო ვიქტიმოლოგიური საზოგადოებების წევრი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვიტალი კვაშისი.

 
ოქტ20

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

 

2023 წლის 7 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება, რომელსაც უძღვებოდა აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

 
სექ29

სამეცნიერო კონფერენცია მარტვილში „დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ეპოქა“

 

2023 წლის 24 სექტემბერს მარტვილის რაიონში ჭყონდიდელობის საეკლესიო-სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თაოსნობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, ჭყონდიდის ეპარქიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთობლივად ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია: „დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ეპოქა“.

 
სექ04

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას მიენიჭა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური კონსულტანტის სტატუსი

2023 წლის 25 ივლისს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიას რომლის დამფუძნებელი პრეზიდენტია - პროფესორი მალხაზ ბაძაღუა გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა სპეციალური კონსულტანტის სტატუსი.

2023 წლის 8 აგვისტოს აკადემიამ აღნიშნულის თაობაზე გულწრფელი მილოცვა მიიღო გაეროს ეკონომიკური და სოციალური საქმეთა დეპარტამენტიდან.

 
აგვ12

სამეცნიერო საქმიანობის ანგარიში

ამ წლის 20 ივლისს გრგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა უნივერისტეტის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების საქმიანობის ანგარიშების მოსმენა. უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანგარიში წარადგინა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

 
გვერდი 3 დან 22

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 418 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ოქტომბერი 2023 >
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»