დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

დეკ05

მნიშვნელოვანი გამოცემა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოცემულ ნაშრომში „ბავშვები - ტერორიზმის მომავალი“ ავტორი, ახალგაზრდა მეცნიერი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი დავით სუჯაშვილი, სამართლიანად ამახვილებს ყურადღებას საერთაშორისო დანაშაულობების, ტერორიზმის ჭრილში ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის კიბერდამოკიდებულებასა და მის შესაძლო უარყოფით გავლენაზე. ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხრიდან მომავალ თაობაზე ორიენტირებულმა სტრატეგიამ ბავშვები, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლად აქცია, რომელთა შემდგომი ჯანსაღ საზოგადოებაში რეინტეგრაციაც უდიდეს გამოწვევად რჩება.

 
ნოე12

ულოცავთ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნირებათა აკადემიის აკადემიკოს მინდია უგრეხელიძეს თინათინ წერეთლის სახელობის აკადემიური პრემიის მინიჭებას

საქართელოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიიის პრეზიდიმის დადგენილებით 2020 წელს თინათინ წერეთლის სახელობის აკადემიური პრემია მიენიჭა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს, სამართალმცოდნეობის დოქტორ მინდია უგრეხელიძეს - ნაშრომთა ციკლისათვის "სამართლის ფილოსოფიის პრობლემატიკა".

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს გამოჩენილ მეცნიერს, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს დამსახურებულ აღიარებას. უსურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებაში, სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში.

 
ოქტ15

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის პრემიის ნომინანტი.

სატელოფონო კომინიკაციის საშუალებით ჩატარებული საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ 2020 წლის 25 სექტემბრს (ოქმი №8) განიხილა და ერთხმად მხარი დაუჭირა აკადემიის წევრის, პროფესორ მინდია უგრეხელიძის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის პრემიაზე წარდგინებას, ათეული წლების მანძილზე სამართლისა და კრიმინოლოგიის დარგში ნაყოფიერი სამეცნიერო - პედაგოგიური და პრაქტიკლი მოღვაწეობისათვის, უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ინოვაციური კვლევების განხორციელებისა და დანერგვისდათვის.


საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები საპარლამენტო არჩევნების მარათონში.

მივესალმებით საქართელოში 2020 წლის პარლამენტის დემოკრატიულ არჩევნებ, განსაკუთრებით არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილ საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს, საზოგადო მოღვაწეებს, პროფესორებს: ეკა ბესელიას, თემურაზ ფაჩულიას, ლადო კახაძეს, ალექსანდრე მიქაბერიძეს.

ვუსურვებთ ღირსეულ გამარჯვებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 
ოქტ05

ჟურნალ „კრიმინოლოგის“ XV ნომრის პრეზენტაცია

2020 წლის 25 სექტემბერს წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალ „კრიმინოლოგის“ XV ნომრის წარდგინება. ჟურნალი გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით და მიეძღვნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ 2020 წლის 26 ივნისს ჩატარებულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“ სამეცნიერო შრომებს.

 
ავლ04

მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“


2020 წლის 26 ივნისს  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის და გრიგოლ რობაქიძის სახლობის უნივერსიტეტის სამართლის და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო  კონფერენცია „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“

 
ივნ16

აკადემიის საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა

ამა წლის 29 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით და აშშ-ს კრიმინოლოგიის საზოგადოების მხარდაჭერით ჩასატარებელი მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის  „ვიქტიმოლოგიის აქტუალური საკითხები“ საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა.

 
თებ25

2020 წლის 13 თებერვლს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭოს მე-7 სხდომა



სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

აკადემიის წევრებმა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება მიულოცეს აკადემიის მეცნიერ-მკვლევარს ბადრი ნაჭყებიას.

 
გვერდი 10 დან 22

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 150 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< იანვარი 2022 >
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»