დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

ოქტ17

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა

2021 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელიც მიეძღვნა ა(ა)იპ “დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. სხდომას უძღვებოდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

 
აგვ25

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, პროფესორი ელიზაბეტ კარსკა

 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, პროფესორი ელიზაბეტ კარსკა  კარდინალ სტეფან ვისზინსკის ვარშავის უნივერსიტეტის ვებ გვერდზე

 
ავლ29

დაფუძნდა ჟურნალი „იუსტიცია“

2021 წლის 21 ივლისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან გამართა სამეცნიერო ჟურნალ „იუსტიციის“ (ლათ. IUSTITIA) პრეზენტაცია. მისი განმარტებით, ჟურნალი ხელს შეუწყობს სამართლის ცალკეული დარგების განვითარებასა და სამართლებრივ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავებას. ჟურნალი „იუსტიცია“ საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემა იქნება. ის ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა ბეჭდური და ელექტრონული სახით.

 
ავლ10

ღირსეული მეცნიერი გიორგი ღლონტი

 

67 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კრიმინოლოგიის მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ამერიკისა და ევროპის კრიმინოლოგიის საზოგადოებების წევრი, ჟურნალ „კრიმინოლოგი“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გიორგი ღლონტი, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა საქართველოში კრიმიოლოგიის მეცნიერების განვითარებას. იგი წლების განმავლობაში სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში, თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

 
ივნ12

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტის გადაწყვეტილება # 49

ქ. თბილისი                                                                                               3 ივნისი, 2021 წელი

 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - “საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის“ (შემდგომში -აკადემია) (ს/კ 405245809)  დამფუძნებელმა, მალხაზ ბაძაღუამ  (პ/ნ 01011005746) მივიღე გადაწყვეტილება  აკადემიის წესდებაში შევიდეს ცვლილებები და მოხდეს წესდების განახლებული რედაქციის დარეგისტრირება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

აკადემიის წესდების 5.2.2. და 5.2.3. პუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო 1.1; 1.8.2; 3.4; 5.2; 5.2.1; 5.3; 5.3.1; 5.6;  5.6.5; პუნქტებში   შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 
მაი28

თამაზ ბაძაღუასადმი მიძღვნილ კრებულის „დრო და ილუზიები“ წარდგენა

 

6 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93-ე (ამჟამად 206-ე) აუდიტორიაში ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და წმინდა გიორგი ჭყონდიდელის აკადემიის თაოსნობით გაიმართა ტრაგიკულად გარდაცვლილ პოეტ, დრამატურგ და მთარგმნელ თამაზ ბაძაღუასადმი მიძღვნილ კრებულის „დრო და ილუზიები“ წარდგენა.

 
მაი13

დღეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე იუბილარია, ვულოცავთ დაბადების დღეს და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სპეციალურ მრჩევლად დანიშვნას

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სახელით გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს და საქართველოს იუსტიციის მინისტრის სპეციალურ მრჩევლად დანიშვნას, საერთაშორისო მნიშვნელობის სამართალმცოდნეს და საზოგადო მოღვაწეს, აკადემიის ნამდვილ წევრს, პროფესორ მინდია უგრეხელიძეს უსურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა

 
გვერდი 8 დან 21

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 381 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ნოემბერი 2021 >
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»