დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

ივნ21

სტუდენტის ეთიკის კოდექსისა და ჟურნალ „კრიმინოლოგის“ დამატება N2 წარდგენა

2024 წლის 11 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა წარდგენა:

-         სტუდენტთა კონფერენციისადმი მიძღვნილი ჟურნალ „კრიმინოლოგის“ N17 დამატება N2 - ის;

-         გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის.

2023 წლის 22 დეკემბერს უნივერსიტეტში სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, პროფესორ გელა ბანძელაძის სახელობის „პროფესიული ეთიკის ცენტრში“ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) სპეციალური კონსულტატის სტატუსის მქონე საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით, საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა სტუდენტური კონფერენცია „თავისუფლება და პასუხისმგებლობა სტუდენტის ეთიკის კონტექსტში“. სტუდენტთა ჯგუფმა წარმოადგინა მათ მიერ მომზადებული მოხსენებები და სოციალური კვლევა, აღნიშნული ნაშრომების საფუძველზე გამოიცა, საერთაშორისო სამეცნიერო-პრქტიკული ჟურნალი „კრიმინოლოგის“ N17 დამატება N2.

 
ივნ19

გამოჩენილი მეცნიერის თინათინ წერეთლის ხსოვნა

 

2024 წლის 13 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ - კორესპონდენტ, პროფესორ თინათინ წერეთლის ხსოვნას მიეძღვნა, მისი გამორჩეული მოწაფის, აკადემიკოს მინდია უგრეხელიძის თაოსნობით და პროფესორ ბექა ქანთარიას ორგანიზებით საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გამოჩენილი მეცნიერ - იურისტების, თინათინ წერეთლისა და მისი მეუღლის ვლადიმერ მაყაშვილის საფლავზე სამართლის დარგის, მეცნიერებისა და პედაგოგების შეკრება, ყვავილებითა და გვირგვინებით პატივის მიგება.

 
ივნ01

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო პროფესორ მალხაზ ბაძაღუას

 

2023-2024 სასწავლო წელს უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, პროფესორ მალხაზ ბაძაღუას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გადასცა ცნობილი იურისტისა და დიპლომატის ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ფულადი ჯილდო.

 
აპრ20

საქარველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

 

2024 წლის 16 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება.

კრების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საანგარიშო პერიოდში გარდაცვლილ კოლეგების: აკადემიის საპატიო აკადემიკოსის ვიტალი კვაშისის, სახლმწიფო და საზოგადო მოღვაწის, აკადემიის საპატიო მეგობრის ვიქტორია სირაძის და აკადემიის აკადემიკოს ჯემალ გახოკიძის ხსოვნას.

 
აპრ05

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მამუკა თავხელიძე 70 წლისაა

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაცია, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი და ჟურნალ „კრიმინოლოგი“–ს სარედაქციო კოლეგია გულითადად ულოცავს: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის წევრს, ჟურნალ „კრიმინოლოგი“–ს სარედაქციო კოლეგიის წევრს, სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის თანადამფუძნებელსა და პრეზიდიუმის წევრს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს, ბრწყინვალების ორდენის და არაერთი სახელმწიფო ჯილდოს კავალერს, პროფესორს მამუკა თავხელიძეს დაბადებიდან 70 წლის იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, წარმატებებს სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში.

 
მარ16

პროფესორ დავით სუჯაშვილის ლექცია „პირველი დღე სამსახურში“

 

2024 წლის 12 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სასწავლო კურსის „კარიერული განვითარება“ ავტორის, ამავე უნივერსიტეტის პროფესორ, საჯარო მმართველობის დოქტორ დავით სუჯაშვილის ლექცია „პირველი დღე სამსახურში“.  სასწავლო კურს  ავტორი უნივერსიტეტის სტუდენტებს  წარუდგინა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.

 
მარ14

გარდაიცვალა ღირსეული მეცნიერი და პრაქტიკოსი ბატონი ჯემალ გახოკიძე

73 წლის ასაკში გარდაიცვალა სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 1997-1998 წლებში, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ჯემალ გახოკიძე

 
გვერდი 3 დან 24

ჩვენი პარტნიორები




საიტზე იმყოფება

 1836 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ოქტომბერი 2024 >
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»