ოკუპირებული აფხაზეთი - კულტურული მემკვიდრეობა და საინფორმაციო გამოწვევები

ბეჭდვა

 

ა.წ. 22-23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში  ჩატარდა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია - ,,ოკუპირებული აფხაზეთი - კულტურული მემკვიდრეობა და საინფორმაციო გამოწვევები“.

ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,  უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებიდან 48 და დაბადებიდან 93 წლისთავს.

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოს წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო კვლევის ცენტრის მხარდაჭერით და საპატრიარქოს უწყებათა ელექტრონული მომსახურების სამსახურის ორგანიზებით.

კონფერენცია გახსნა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

დამსწრეთ სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა, მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტმა ომერ ფარუქ დემირტაშმა (თურქეთი, ონლაინჩართვა), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემიის თანადამფუძნებელმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ,

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტების რექტორები, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგებლები, მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ღონისძიების დასასრულს გადახდილ იქნა პანაშვიდი აფხაზეთში დაღუპულების სულთა საოხად.