ახალი წიგნები სამოქალაქო სამართალში

ბეჭდვა

 

2025 წლის 9 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, პროფესორ დავით ძამუკაშვილის სამეცნიერო კრებულების: „შრომის სამართალი“ და „ევროკავშირის სასაქონლო ნიშნის სამართალი“, პრეზენტაცია გაიმართა. წიგნების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა: საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, პროფესორმა რომან შენგელიამ, პროფესორმა გიორგი თოდრიამ და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

გამოცემები მნიშვნელოვანი შენაძენია, როგორც აკადემიური წრეებისა და სტუდენტებისათვის, ისე პრაქტიკოსი სპეციალისტებისა და ამ საკითხებით დაინტერსებული პირებისთვის.