გარდაიცვალა ღირსეული მეცნიერი და პრაქტიკოსი ბატონი ჯემალ გახოკიძე

ბეჭდვა

73 წლის ასაკში გარდაიცვალა სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 1997-1998 წლებში, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ჯემალ გახოკიძე

ბატონი ჯემალ გახოკიძე წლების მანძილზე სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში უაღრესად მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე საქმიანობას  ნაყოფიერ სამცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას უთავსებდა. როგორც პრაქტიკოსი და მეცნიერი აქტიურად თანამშრომლობდა „დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზიების ცენტრთან“,  აკადემიკოსის სტატუსით, როგორც აკადემიის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრი ჩართული იყო საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობაში, იყო საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალ „კრიმინოლოგის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი. ავტორია არაერთი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიული კვლევისა და სახელმძღვანელოსი, ასევე  ავტორია მისი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილების აღმნწერი წიგნის „ბეწვის ხიდზე“, რომლის წარდგენა 2013 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ფართო საზოგადოების მონაწილეობით გაიმართა.

ბატონი ჯემალი თავისი მოღვაწეობით ყველა თაობისათვის საუკეთესო მაგალითია. მან თავისი ენერგია, განათლება, გამოცდილება საქართველოში კანონიერების განმტკიცებასა და ახალგაზრდობის აღზრდას მოახმარა.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სახელით,

აკადემიის დამფუძნებელი-პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა