დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

ამერიკული ჟურნალი „კრიმინოლოგი“ ქართველ მეცნიერ-კრიმინოლოგების წარმატებების შესახებ

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

 

აშშ-ს კრიმინოლოგიური საზოგადოების ჟურნალ „კრიმინოლოგი“-ს 2023 წლის იანვრის ნომერში გამოქვეყნდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კრიმინოლოგიის მიმართულებით წარმატებულ საქმიანობის შესახებ წერილი. https://asc41.com/wp-content/uploads/ASC_Criminologist_2023_01.pdf

 

წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს კრიმინოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიამ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან თანამშრომლობით 2021-2022 წლებში განახორციელა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტი: “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის შესახებ”. ამ პროექტზე დაფუძნებით შეიქმნა სპეციალური მეცნიერული კონცეფცია. პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

 

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს კრიმინოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიამ შეიტანა განაცხადი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სოციალურ და ეკონომიკურ საბჭოში კონსულტანტის სტატუსის მიღების შესახებ.

 

წერილში კრიმინოლოგიით დაინტერესებულთათვის მითითებულია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საკონტაქტო ინფორმაცია.

 

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 376 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< თებერვალი 2023 >
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»