საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში

ბეჭდვა

2019 წლის 24-26 მაისს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და აშშ-ის კრიმინოლოგიური საზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში”, რომელიც მიეძღვნა ფრანგ ექიმ-ანთროპოლოგის პოლ ტოპინარის მიერ ტერმინ „კრიმინოლოგიის“ შემოღებიდან 140 წლისთავს.

კონფერენციის ფარგლებში, ამა წლის 24 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენციის მონაწილე აშშ-ის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრებს შეხვდა უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი. ასევე, შეხვედრა გაიმართა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, სადაც სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს საზღვარგარეთიდან მოწვეული მეცნიერ-მკვლევარები წარუდგინა, ასევე ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს. ამასთან, ფაკულტეტის დაარსებიდან 3 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კრიმინოლოგიის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, აკადემიის საპატიო მეგობრის სტატუსის დამადასტურებელი სიგელი გადაეცა ფაკულტეტს. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ: უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, რფ-ის შსს-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, პროფესორი ვიტალი კვაშისი, აშშ-ის ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი მაინჰუნ რო და აშშ-ის ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეი-სან ლი. მოწვეულ სტუმრებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის გაიმართა დისკუსია თანამედროვე კრიმინოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.

 

 

ამავე დღეს, საზღვარგარეთიდან მოწვეულ მეცნიერებთან შეხვედრა გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გელა ბანძელაძის სახელობის პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრში, რომელსაც უძღვებოდა უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა ამერიკული კრიმინოლოგიის სისტემაზე და სწავლების მეთოდიკაზე, მოხდა აზრთა ურთიერთგაზიარება.

 

 

25 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. კონფერენციის მონაწილეებს მოწვეული სტუმრები წარუდგინა და კონფერენციის რეგლამენტი გააცნო საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ. კონფერენციას მიესალმნენ: გერმანიის მაქს პლანკის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამმიხი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გივი აბაშიძე, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი, პროფესორი მარინე კვაჭაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ეკა ბესელია, საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი შოთა ფაფიაშვილი. ასევე, კონფერენციის მონაწილეებმა დაბადებიდან 90 წლის იუბილე მიულოცეს კონფერენციის საპატიო სტუმარს, გამოჩენილ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს, ვიქტორია სირაძეს, რომელსაც გადაეცა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო მეგობრის სტატუსის დამადასტურებელი სიგელი.

კონფერენციის უძღვებოდა პროფესორი ჯემალ გახოკიძე. მოხსენებებით გამოვიდნენ:

კონფერენციაზე განსახილველად ასევე წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები:

მოხსენებების ირგვლივ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს და მოსაზრებები გამოთქვეს პროფესორებმა: მინდია უგრეხელიძემ, ჯემალ გახოკიძემ, მალხაზ ბაძაღუამ, პოლიკარპე მონიავამ, ეკა ბესელიამ, მიხეილ მამნიაშვილმა, ელიკო წიკლაური-ლამმიხმა, ჯემალ ჯანაშიამ, ბადრი ნაჭყებიამ და ბესიკ კვირიკაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეებს სტუდენტების სახელით მიესალმა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი მარიამ ტურიაშვილი.

კონფერენციის მონაწილეებისადმი პროფესორ კრის ესკრიჯის მისასალმებელი წერილი გააცნო საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის კოორდინატორმა საერთაშორისო საკითხებში მედეა ბაძაღუა-სანაიამ.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, ამავე აკადემიის ჟურნალის რედაქტორი ენვერ ნიჟარაძე, აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი ავთანდილ აბაშიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები.

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ შეაჯამა კონფერენციის შედეგები და მონაწილეებს აცნობა, რომ კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ჟურნალ „კრიმინოლოგში“, ხოლო გამოთქმული მოსაზრებები ეცნობება შესაბამის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მანვე მონაწილეებს გადასცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები, ხოლო აკადემიის საპატიო წევრის დიპლომები გადაეცათ პროფესორებს: მინდია უგრეხელიძეს, მაინჰუნ როს, ჯეი-სან ლის და ვიტალი კვაშისს, ასევე თენგიზ ქავთარაძეს. აკადემიის წევრის დიპლომები გადაეცათ პროფესორებს: ჯემალ ჯანაშიასა და პოლიკარპე (თემური) მონიავას.

კონფერენციის ფარგლებში ამა წლის 27 მაისს აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა და აშშ-ის ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეი-სან ლი შეხვდნენ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, სადაც მათ შორის გაიმართა დისკუსია თანამედროვე კრიმინოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე.