ლექცია-საუბრები ზემო აფხაზეთში

ბეჭდვა


„აფხაზეთის სამართლებრივი დახმარების“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე ზემო აფხაზეთის მსხვილ დასახლებულ პუნქტებში აჟარა, ჩხალთა, გენწვიში, ომარიშარა სამართლებრივი დახმარების მიზნით

მოსახლეობასთან ჩატარდა ლექცია – საუბრები გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე: ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ადგილობრივი თვითმმართველობა, მოსახლეობის სოციალური დახმარება, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ბიზნესის (მეწარმეობის) განვითარება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხები და სხვა იმ საკითხებზე, რომელიც შეხვედრის დროს წამოიჭრა და დაინტერესებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

 


ასევე მოსახლეობას გადაეცა სპეციალურად გამოცემული იურიდიული ლიტერატურა, მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები და წინადადებები.



ლექცია – საუბრებს უძღვებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარე მალხაზ აკიშბაია, პროექტის ავტორი მალხაზ ბაძაღუა და იურისტი რობინ უბილავა.