საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი

ბეჭდვა

 

2021 წლის 24 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროექტის “იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის შესახებ“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.

პროექტს ახორციელებს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მონაწილეობით, პროექტის განხორციელების ვადებია ა.წ. 1 დეკემბრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე.

პროექტის მონაწილეთა მიერ შემუშავდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის კონცეფცია; სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დებულებისა და სტრუქტურის პროექტი.

შეხვედრაზე პროექტში მონაწილე, საქართველ;ოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრთა შორის განაწილდა ფუნქციები: