დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა

ელ-ფოსტა ბეჭდვა PDF

2021 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელიც მიეძღვნა ა(ა)იპ “დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის“ დაარსებიდან 20 წლის იუბილეს. სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. სხდომას უძღვებოდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

სხდომის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი კოლეგის, პროფესორ გიორგი ღლონტის ხსოვნას.

აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ აკადემიის წევრის დიპლომები გადასცა დოქტორ შენგელი ფიცხელაურს, დოქტორ ეკა ბესელიას, დოქტორ გიმზერ ალანიას და დოქტორ ნანი ლომაიას. ასევე, აკადემიის წევრებს გადაეცათ აკადემიის სამკერდე ნიშნები და მოწმობები.

სხდომაზე პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ წარადგინა აკადემიის ახლად არჩეული წევრები: დოქტორი თედო ჯაფარიძე და დოქტორი გიორგი ხატიძე, ასევე, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის დაარსებიდან 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებებზე წინადადებები: საერთაშორისო საიუბილეო კონფერენციის ჩატარება, ცენტრის საქმიანობის ამსახველი ბროშურისა და ჟურნალ “კრიმინოლოგიის“ სპეციალური ნომრის გამოცემა.

აკადემიის წევრმა, დოქტორმა თამარ ჩიკვილაძემ საბჭოს გააცნო საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში შეტანილი ცვლილებები.

განხილულ საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა რომან შენგელიამ, შენგელი ფიცხელაურმა, ეკა ბესელიამ, მინდია უგრეხელიძემ, თედო ჯაფარიძემ, მანანა ხვედელიძემ, გელა ხუციშვილმა და აკადემიის წევრმა ნანი ლომაიამ.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, აკადემიკოსები თინათინ სადუნიშვილი და სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრები: თემურ მურღულია, თეიმურაზ ფაჩულია, თეიმურაზ ბერიძე, მიხეილ მამნიაშვილი, მაია ნადარეიშვილი, ავთანდილ ხაზალია, მიხეილ ბაძაღუა, პოლიკარპე მონიავა, დავით გუგავა, ბადრი ნაჭყებია, დავით სუჯაშვილი, დავით გონდაური, ალექსანდრე მიქაბერიძე, ასევე, თამთა მოსიძე და მედეა ბაძაღუა-სანაია.

 

 

კომენტარის დამატება



         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ჩვენი პარტნიორები



საიტზე იმყოფება

 375 სტუმარი 

ჟურნალები

არქივი

< ოქტომბერი 2021 >
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»