აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა

ბეჭდვა

2018 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა.

სხდომას ხელმძღვანელობდნენ აკადემიის დამფუძნებელი პრეზიდენტი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი რომან შენგელია.

აკადემიის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლახან გარდაცვლილ აკადემიის საპატიო წევრის, თადარიგის პოლკოვნიკ ოთარ კვაჭაძის ხსოვნას.

განხილული იქნა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები:

  1. აკადემიის სტრუქტურა;
  2. აკადემიის წევრისა და საპატიო წევრის დიპლომის ნიმუშები;
  3. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტი;
  4. საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო საკითხი;
  5. 2019 წლის აპრილის თვეში საერთაშორისო ფორუმის „კრიმინოლოგიის ადგილი მეცნიერებთა სისტემაში“ საორგანიზაციო საკითხი;
  6. აკადემიისათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონსულტატის სტასუსის მოპოვების საკითხი;

სხდომას ესწრებოდნენ და მოსაზრებები გამოთქვეს აკადემიის წევრებმა:

დავით გუგავამ, გიმზერ ალანიამ, გიორგი თოდრიამ, მანანა ხვედელიძემ, თეიმურაზ ბერიძემ, მაია ნადარეიშვილმა, მიხეილ ბაძაღუამ, ავთანდილ ხაჟალიამ, ჯემალ გახოკიძემ, მამუკა თავხელიძემ, სალომე კაპანაძემ.

აკადემიის საპატიო წევრებმა: გურამ გვეტაძემ და ვლადიმერ (ლადო) კახაძემ.

სხდომის მონაწილეებმა გარკვეული კორექტირებით მოიწონეს დღის წესრიგით განხილული საკითხები.