ქალი და დანაშაულობა

ბეჭდვა


2009 წლის 28 მაისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრმა, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების დახმარებით, სასტუმრო ”ამბასადორში” გამართა მრგვალი მაგიდა “ქალი და დანაშაულობა”.


მრგვალი მაგიდა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. “ადამიანებითა და ბავშვებით ვაჭრობის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისათვის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში” პროექტის ფარგლებში.

პროექტში მონაწილეობდნენ: სკოლის მოსწავლეები, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები(ბაკალავრები, დოქტორანტები), პროფესორ – მასწავლებლები და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნული პრობლემის კუთხით მუშაობენ.

მრგვალი მაგიდა გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ:

მრგვალი მაგიდა მიყავდათ:

მოხსენებები წარმოდგენილ იქნა შემდეგ მონაწილეთა მიერ:

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს:

მრგვალი მაგიდა, იყო შემაჯამებელი ეტაპი კვლევებისა, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდა მონაწილეთა მიერ, საქართველოში არსებული ქალთა პრობლემების შესწავლის ეტაპზე. პროექტის მონაწილეებმა საკუთარ ნაშრომებსა და მრგვალი მაგიდის მიმდინარეობის პროცესში, წარმოადგინეს სხვადასხვა რეკომენდაციები ქალთა პრობლემების დარეგულირების თვალსაზრისით. პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.