მრგვალი მაგიდა - "არასრულწლოვანი და დანაშაულობა"

ბეჭდვა


მრგვალი მაგიდა თემაზე: არასრულწლოვანი და დანაშაულობა 2007 წლის 20 დეკემბერს "ახალგაზრდობა დანაშაულობის წინააღდეგ" პროექტის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე "არასრულწლოვანი და დანაშაულობა",

რომელსაც უძღვებოდა პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი მალხაზ ბაძაღუა. პროექტის მონაწილეებს სოციოლოგიური კვლევის შედეგები გააცნო პროექტის ასისტენტმა ცირა ჭანტურიამ (sociological_research.doc [1.02 Mb] (დათვლა: 6)).

მონაწილეებმა მიიღეს რეკომენდაციები (რეკომენდაციები.doc [31.5 Kb] (დათვლა: 2)).

მოხსენებით გამოვიდნენ :

ოთარ გამყრელიძე – თინათინ წერეთლის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, იურიდულ მეცნიერებათა დოქტორი , პროფესორი.

გურამ ოქრუაშვილი – მცხეთის რაიონის პროკურატურის პროკურორი.

მარინა კვაჭაძე – გაეროს განვითარების პროგრამის სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების პროექტის იურიდიული ცენტრის მთავარი ექსპერტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი , საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი .

ირმა მანჯავიძე – გაეროს განვითარების პროგრამის სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების პროექტის უფლებების დაცვის ცენტრის მთავარი ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.

ოთარ კახიძე – ქ . თბილისის ბავშვთა საკრებულოს დეპუტატი, ქ თბილისის 50-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე.

ანი ჩხიკვაძე – ქ. თბილისის ბავშვთა საკრებულოს დეპუტატი , ქ. თბილისის 176- ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე.

ლექსო პაპიაშვილი – ქ . თბილისის ბავშვთა საკრებულოს დეპუტატი, ქ . თბილისის 54- ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე.

ანა მათიაშვილი – ქ. თბილისის 77- ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე .

ბელა სარია – ქ . თბილისის მერიის ბავშვთა უფლების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი .

ნანა ჯაყელი – გრ . რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი.

მარინა შაქარაშვილი – ისრაელ - საქართველოს სტომატოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი, ივ . ჯავახიშვილის სახ . სახელმწიფო და გრ . რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი .

ლეილა დარასელია – ივ . ჯავახიშვილის სახ . თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი .

ნანა უბილავა – ქ . თბილისის ივ . ჯავახიშვილის სახ . უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი .

მარიამ სტურუა – გრ . რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.

თინა აღდგომელაშვილი – გრ . რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი.

გიორგი თოდრია – თინათინ წერეთლის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი , პროფესორი, ცენტრის თანადამფუძნებელი.