სამეცნიერო საქმიანობის ანგარიში

ბეჭდვა

ამ წლის 20 ივლისს გრგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა უნივერისტეტის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების საქმიანობის ანგარიშების მოსმენა. უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ანგარიში წარადგინა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

ინსტიტუტის წევრები არიან ასოცირებული პროფესორები: დავით გუგავა, დავით სუჯაშვილი, მიხეილ ბაძაღუა, ბადრი ნაჭყებია. საანგარიშო პერიოდი მოიცავდა 2018-2023 წლებში ინსტიტუტის მიერ გაწეულ საქმიანობას: ჩატარებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიასთან ერთობლივად ოთხი საერთაშორისო კონფერენცია, მიღებულია ორი ადგილობრივი გრანტი, განხორციელდა ოთხი საუნივერსიტეტო კვლევის პროექტი, შესრულდა სამი სამეცნიერო ანალიტიკურ-საექსპერტო მომსახურება, განხორციელდა ოთხი პერიოდულ გამოცემა ჟურნალ ,,კრიმინოლოგი“-ს, ინსტიტუტში მომზადდა და წიგნად გამოიცა სამი მონოგრაფიული ნაშრომი: მალხაზ ბაძაღუა - ,,ჯგუფური დანაშაულობა საქართველოში“ (2021) დავით სუჯაშვილი - ,,კარიერული განვითარების საფუძვლები (2023), მალხაზ ბაძაღუა - ,,ჯგუფური დანაშაულობის ტრანსფორმაცია საქართველოში“ (ინგლისურ ენაზე, 2023) და სხვა.

 

ინსტიტუტის ანგარიშს გაეცნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები და აკადემიური საზოგადოება. წარდგენილი ანგარიში დადებითად შეფასდა.