კვირეული - „კრიმინოლოგია აშშ & საქართველო“

ბეჭდვა

2022 წლის 20-25 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართელოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და გრიგოლ რიბაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მასპინძლობით, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ს კრიმინოლოგიური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკის უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი.

20 ივნისს პროფესორ კრის ესკრიჯთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, აკადემიის პრეზიდენტთან, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძესთან, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე; აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ დამსწრე საზოგადეობას გააცნო ამერიკელი კოლეგის ვიზიტთან დაკავშირებული დაგეგმილი ღონისძიებები. შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კრიმინოლოგიის დარგში შემდგემი თანამშრომლობის საკითხებზე.

21 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესორ გელა ბანძელაძის სახელობის პროფესიული ეთიკის განვითარების ცენტრში გაიმართა პროფესორ კრის ესკრიჯის ლექცია-დისკუსია „ორგანიზებული დანაშაულობა აშშ-ში“ და პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წიგნის „ჯგუფური დანაშაულობა საქართველოში“ პრეზენტაცია. წიგნი გამოცემულია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. ლექციისა და პრეზენტაციის ირგვლივ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა: აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმჭიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა ეკა ბესელიამ; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანკ მაისაიამ; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ბადრი ნაჭყებიამ; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ; საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის წარმომადგენელმა დავით ქოჩლაძემ; პროფესორებმა კრის ესკრიჯმა და მალხაზ ბაძაღუამ დამსწრე საზოგადოებიდან დასმულ შეკითხვებს გასცეს ამომწურავი პასუხები. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორს კრის ესკრიჯს, უნივერსიტეტში რამოდენიმე წლის შემდეგ მორიგი საქმიანი ვიზიტისა და საინტერესო მოხსენების წარმოდგენისათვის.

23 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა - დისკუსია „კრიმინოლოგიის როლი გლობალიზირებულ სამყაროში“, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე.

მრგვალ მაგიდაზე მოხსენებით გამოვიდა აშშ-ს კრიმინოლოგიური საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი.

მრგვალი მაგიდის ირგვლივ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერბათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტუს დირექტორმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ; საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუს -პროფესორმა რომან შენგელიამ; სამხედრო მეცნიერების დოქტორმა ვახტანგ კაპანაძემ; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა ეკა ბესელიამ; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ; საქართველოს იურიდიულ მეცნიერებასთა აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა შოთა ფაფიაშვილმა.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ და მოსაზრებები გამოთქვეს: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა; საქრთველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ; აკადემიკოსებმა თამაზ შილაკაძემ და რამაზ გახოკიძემ, დისკუსიაში მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს პროფესორებმა კრის ესკრიჯმა და მალხაზ ბაძაღუამ.

მრგვალი მაგიდის მუშაობის შედეგები შეაჯამა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა , აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.

24 ივნისს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში პროფესორ კრის ესკრიჯთან გაიმართა საქმიანი შეხვედრა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, პროფესორ მალხაზ ბაძაღუასთან და აკადემიის წევრებთან: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებთან: დავით გუგავასა და მიხეილ ბაძაღუასთან და აკადემიის მკვლევარ საბა კვესიტაესთან. შეხვედრაზე განხილული იქნა ამერიკელი მკვლევარის საქართველოში ვიზიტის შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები.

ამერიკელმა პროფესორმა კრის ესკრიჯმა მადლიერება გამოხატა საქმიანი ვიზიტის ორგანიზებისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მისამართით.

კონფერენცია მეცნიერებათა აკადემიაში