დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი

JA slide show
 

მოგესალმებით

ივნ19

კრიმინოლოგიის როლი გლობალიზებულ სამყაროში

 
ივნ05

სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კონცეფციის აკადემიურ სივრცეში განხილვა

2022 წლის 2 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო ხელშეკრულებით წარმოებული პროექტის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვევითი დაწესებულების ფუნქციონირების კონცეფციის შესახებ“ განხილვა. კონცეფცია მომზადებულია საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიაში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევიუთ ინსტიტუტთან თანამშრომლობით. კონცეფცია წარადგინა იდეის ავტორმა და სამეცნიერო პროეაქტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ - საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის პროფესორ - მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.

 
მაი21

აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე 80 წლისაა

ქართული სისხლის სამართლის სკოლის ფუძემდებელი, პროფესორი თინათინ წერეთელი სიამაყით აღნიშნავდა: "მინდია უგრეხელიძე იღბლიანი შემთხვევაა: ის გახლავთ შრომაზე გამრავლებული ტალანტი, ამასთან საოცარი წარმატება აქვს როგორც ლექტორს." სახელოვანი მეცნიერის აღზრდილსა და მისი საქმიანობის გამგრძელებელს, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიისა და საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „კრიმინოლოგის“ სარედაქციო კოლეგიის წევრს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის სპეციალურ მრჩეველს- ჟურნალ „იუსტიციის“ რედაქტორს, პროფესორ მინდია უგრეხელიძეს ვულოცავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსად არჩევას და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს.

 
აპრ18

იუსტიციის სამინისტროში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირება აუცილებელია

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერეო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევართა მონაწილეობით 2021 წლის 10 დეკემბრიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო ხელშეკრულებით ახორციელებს პროექტს: "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფუნქციონირების აუცილებლობის შესახებ". პროექტს ხელმძღვანელობს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

 
აპრ05

საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო-საანგარიშო კრება

 

2022 წლის 31 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საერთო-საანგარიშო კრება. აკადემიის წევრებმა მოისმინეს და განიხილეს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში, რომელიც წარადგინა აკადემიის დამფუძნებელმა - პრეზიდენტმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ (ანგარიში თან ერთვის).

 
მარ25

ულოცავთ ღვაწლმოსილ მეცნიერებს, აკადემიკოს თამაზ შილაკაძესა და პროფესორ ოთარ გამყრელიძეს 90 წლის იუბულეს

 

2022 წლის 19 თებერვალს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო მეგობარს, გამოჩენილ ინჟინერს, მეცნიერს, გამომგონებელსა და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს თამაზ შილაკაძეს 90 წელი შეუსრულდა.

 

 

2022 წლის 14 მარტს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოს, ქართული სისხლის სამართლის სკოლის ფუძემდებლის პროფესორ თინათინ წერეთლის მოწაფესა და საქმის ღირსეულ გამგრძელებელს, ახალგაზრდა იურისტთა თაობების აღმზრდელსა და მოამაგეს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ოთარ გამყრელიძეს 90 წელი შეუსრულდა.

 
მარ17

ჟურნალ „იუსტიციის“ პირველი ნომერის პრეზენტაცია

„იუსტიციის სამინისტრომ კიდევ ერთი დაპირება შეასრულა, ჩვენ უკვე გამოვეცით ჟურნალ „იუსტიციის“ პირველი ნომერი. ჟურნალი იქნება ხიდი მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის, მისცემს ბევრ ახალგაზრდა მეცნიერს შესაძლებლობას, თავისი ნააზრევი გააცნოს ფართო საზოგადოებას“, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალ „იუსტიციის“ პირველი ნომრის გამოსვლა. ჟურნალის რედაქტორია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მინდია უგრეხელიძე.

 
გვერდი 1 დან 16

ჩვენი პარტნიორები


საიტზე იმყოფება

 70 სტუმარი 

ჟურნალები

გამოკითხვა

რა მიგაჩნიათ ახალგაზრდობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის ძირითად მიზეზად
 

არქივი

< ავნისი 2022 >
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

აკადემიის შესახებ

  • წესდება »»»
  • აკადემიის წევრები »»»

 

ახალი სტატიები

პოპულარული სტატიები

ცენტრის დამფუძნებლები


არასამეწარმეო იურიდიული პირი, "დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი",   ვრცლად »»